მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ალეკო ელისაშვილი: მელიას არანაირი შანსი არ ექნება არჩევნებზე

ელისაშვილი

ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე შესაძლოა პარტია „მოქალაქეებიდან“ მერობის კანდიდატი თავად იყოს.

მისი თქმით, არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერ ნიკა მელიას შანსი არ ექნება.

„დარწმუნებული ვარ, ყველა მიხვდა, რომ ცრუ რევოლუციური ძალისხმევა ამ ქვეყანას არ სჭირდება. არანაირი შანსი არ ექნება, ღრმად დარწმუნებული ვარ და ვერც ერთიანი კანდიდატი იქნება, ისეთი პირი უჩანს.

ყოველ შემთხვევაში, ჩვენი პარტია ძალიან სერიოზულად ვფიქრობთ, რომ გვყავდეს კანდიდატი, შესაძლოა, მე ვიყო კანდიდატი. ამაზე ვფიქრობთ, თუმცა ჯერ აქ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს ვართ შეჭიდებულები და ჯერ ის გვინდა, რომ მოვაგვაროთ“- აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

როგორც ელისაშვილი აღნიშნავს, ოპოზიციური ერთობა „ბლეფია“ და მის პარტიას დანარჩენი ოპოზიციისგან, ძალიან ბევრი რამ განგვასხვავებს.

„ოპოზიციური ერთიანობა ეს არის ბლეფი. ეს იყო ერთადერთი მიზანი სააკაშვილის, რომ თავისი ქოლგის ქვეშ ჰყოლოდა ყველა. ჩვენთვის ოპოზიციური ერთობა იყო ძალიან კონკრეტული მიზნის მიღწევისთვის საშუალება, ვიღაცისთვის იყო თვითმიზანი და ვისაც ჰგონია, რომ ეს თვითმიზანი, იგივე ბლეფი არის სერიოზული რამ, ძალიან მცდარია.

ჩვენ დანარჩენი ოპოზიციისგან, ძალიან ბევრი რამ განგვასხვავებს. ვფიქრობ, რომ ჟურნალისტების გარდა არავის აინტერესებს ოქტომბერში მერობის კანდიდატი ვინ იქნება“-განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ინფორმაციისათვის, ენმ-ის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ საპატიმრო 10 მაისს დატოვა.

მას შემდეგ რაც ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაოს თანხა 40 000 ლარი გადაიხადა, სასამართლომ მისი აღკვეთის ღონისძიება-პატიმრობა, გირაოთი შეცვალა.

ოპოზიციის ნაწილი ნიკა მელიას თბილისის მერობის კანდიდატურას განიხილავს. როგორც მელიამ განაცხადა, თავად ამ საკითხზე არ უფიქრია.

იხილეთ აგრეთვე:

✅„უგულავა აბსოლუტურად დეგრადირებული, გაბანკროტებული პოლიტიკოსია, არარაობაა ჩემთვის“- ალეკო ელისაშვილი

✅„სააკაშვილი ერთი ქოსატყუილა კაცია“- ალეკო ელისაშვილი