მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამ ხალხს ხომ გაწყვეტილი აქვს შუბლის ძარღვი - ანრი ოხანაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“

ქართული ოცნების წევრი, 2020

პარლამენტარი ანრი ოხანაშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების განცხადებას, რომლის თანახმად ისინი მოითხოვენ მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ კერძო კლინიკაში გადაიყვანონ, სოციალურ ქსელშ ეხმაურება.

„რატომ გიკვირთ ნაც. რეჟიმის სექტანტების აღშფოთება, რომ მათი ბელადი საპატიმროში პრივილეგირებული იყოს?! ამ ხალხს ხომ გაწყვეტილი აქვს შუბლის ძარღვი: სანდრო გირგვლიანი მოკლეს 2006 წლის 28 იანვარს - ამავე წლის 23 თებერვალს კი დააინიცირეს პროექტი და 17 დღეში - უსწრაფესად - აქციეს კანონად, მკვლელებისთვის პრივილეგიების მისანიჭებლად!!! სწორედ მიშა-ბელადის დავალებით დაინიცირდა გვარამია-ბოკერია-ბეჟაშვილის მიერ გირგვლიანის მკვლელობიდან ზუსტად 1 თვეში ეს კანონპროექტი!

შედეგად, მკვლელებმა პრივილეგიად მიიღეს:

1. ერთ საკანში მოთავსება, რაც მანამდე აკრძალული იყო!

2. 12-წლიანი სასჯელი კი შეუმსუბუქდათ 8 წლამდე!

სწორედ ამიტომ არის #ნაცობასირცხვილი და #მიშისტობა #კიდევუფრომეტისირცხვილი!“, - წერს ანრი ოხანაშვილი.