მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არაგონივრულია ის, რაც კეთდება ხვალ“ - მელია „ნაცმოძრაობის“ მიერ „ვივამედთან“ დაგეგმილ აქციაზე

პოლიტიკოსი

„არაგონივრულია ის, რაც კეთდება ხვალ“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში 3 ივნისს „ნაცმოძრაობის“ მიერ „ვივამედთან“ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა. 

ჟურნალისტის კითხვაზე, ხვალ მიხვალთ თუ არა „ვივამედის“ ეზოში აქციაზე? ნიკა მელიამ უპასუხა:

„გაუგებარია რას აკეთებენ, ეს იყო დაკვეთა?! ის მაინც თქვან, რომ შევცდით. შთაბეჭდილება მრჩება, რაღაცის მოსანიშნად ოღონდ აქტივობაში ჩაეთვალოთ აკეთებენ ამას. რას ემსახურება ეს აქცია „ვივამედის“ ეზოში? არ არის მართებული ის რასაც აკეთებენ. არაგონივრულია ის, რაც კეთდება ხვალ, ეს არ სჭირდება მიხეილ სააკაშვილს. სააკაშვილს სჭირდება უწყვეტი აქციები“, - აღნიშნა მელიამ.