პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი: ვერცერთი მატერიალური სიკეთე ახლოს ვერ მოვა იმ სულიერ კმაყოფილებასთან, რასაც ადამიანს ანიჭებს შესაძლებლობა, დაეხმარო შეჭირვებულს, შენს ხალხს, ქვეყანას

„ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი Pia.ge
1610393507
დაკოპირებულია

„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ვერცერთი მატერიალური სიკეთე ახლოს ვერ მოვა იმ სულიერ კმაყოფილებასთან, რასაც ადამიანს ანიჭებს შესაძლებლობა, დაეხმარო შეჭირვებულს, შენს ხალხს, ქვეყანას. “ - ამის  შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალ entrepreneur-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 

მისი თქმით, აქ საქმე მხოლოდ მატერიალურ რესურსში არ არის და არც უანგაროდ გაცემული სიკეთის მასშტაბი განაპირობებს ადამიანის სულიერ კმაყოფილებას.

„გარემოებათა გამო, მე მომეცა შესაძლებლობა, ხანგრძლივად და უწყვეტად დავხმარებოდი ადამიანების ფართო წრეს და ზოგადად ქვეყანას, მაგრამ არ ვთვლი, რომ რამით გამორჩეული ან ხარისხით აღმატებულია ის მორალური კმაყოფილება, რაც ამ პროცესმა მე და ჩემს მეუღლეს მოგვანიჭა, ვიდრე თუნდაც იმ ადამიანის განცდა, ვინც საკუთარი დრო დახარჯა, არ დაიზარა და გადასასვლეზე გადაიყვანა ხელჯოხიანი მოხუცი, რის გამოც, შესაძლოა, სადმე დაიგვინა კიდეც. ასეა ადამიანი მოწყობილი - ნებისმიერი გულწრფელი ნაბიჯი, შეეხიდო და ყოფა შეუმსუბუქო სხვა ადამიანს, უდიდესი პოზიტიური ენერგიით მუხტავს მასვე, რადგან სიკეთის კეთების სურვილი ნებისმიერი ჯანსაღი ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილებაა“ - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

ჟურნალისტის კითხვას, რომლის მიხედვით მას არასოდეს უცდია, ისეთი ხასიათის პროექტები დაეფინანსებინა, როდესაც თავად პროექტი ასრულებს ქველმოქმედისთვის დადგმული ძეგლის ფუნქციას და ძირითადად უკვე არსებულის, წინაპრების ან წინა თაობების მიერ უკვე შექმნილი, მაგრამ განადგურების საფრთხის წინაშე მდგარი კულტურული თუ მატერიალური მემკვიდრეობის მხარდაჭერაზე ზრუნავდა, ბიძინა ივანიშვილი პასუხობს, რომ ერთადერთი, რაზეც საწყისი ეტაპიდან ზრუნავდა და რაც მოგვიანებით, პოლიტიკაში მონაწილეობამ შეუძლებელი გახადა, იყო საქველმოქმედო საქმიანობის აფიშირების მაქსიმალური გამორიცხვა.

მისივე თქმით, რესურსს მიმართავდა მაშინ და იმ მიმართულებით, როცა თვლიდა, რომ ამ რესურსის გარეშე, გადაუდებლად საჭირო საქმე ან ვერ გაკეთდებოდა, ან დაყოვნების გამო უკვე გაკეთებული განადგურდებოდა.

„სიმართლე გითხრათ, ერთადერთი, რაზეც საწყისი ეტაპიდან ვზრუნავდი და რაც მოგვიანებით, პოლიტიკაში ჩემმა მონაწილეობამ შეუძლებელი გახადა, იყო საქველმოქმედო საქმიანობის აფიშირების მაქსიმალური გამორიცხვა. სხვა პრიორიტეტებს რაც შეეხება, დანარჩენი, თავისით, ჩემი ხასიათიდან გამომდინარე მოხდა - რესურსს მივმართავდი მაშინ და იმ მიმართულებით, როცა ვთვლიდი, რომ ამ რესურსის გარეშე, გადაუდებლად საჭირო საქმე ან ვერ გაკეთდებოდა, ან დაყოვნების გამო უკვე გაკეთებული განადგურდებოდა. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტიც მას მერე დავიწყეთ, როცა განათლების არსებული კერების რემონტზე ვიზრუნეთ. თქვენ ამ მიდგომას ხელწერა უწოდეთ, კი ბატონო, ერქვას ხელწერა, საწინააღმდეგო არაფერი მაქვს“ - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

გაცნობებთ, რომ „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ივანიშვილმა 11 იანვარს განაცხადა.

ქვეყნის მასშტაბით საწოლფონდის მობილიზება მოხდება

„ომიკრონი“ შესაძლოა, აცრილებშიც გავრცელდეს“ - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ „იმედის“ ეთერში კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ ისაუბრა. 
1638696096
თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა.
1638686545
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებულ სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, დაბა თიანეთში, ვაჟა-ფშაველას სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
1638700160
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამერიკული კომპანიების „Silk Road Wines” და „Emerald Vines Media” წარმომადგენლებს შეხვდა.
1638694516
6 დეკემბერს,  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სამგორის რაიონში, 17 შინდისელი გმირის ქუჩა N8-თან, წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს. 
1638688649
თბილისის ისტორიული უბანი

1 389 თბილისი, 776 იმერეთი - კოვიდინფიცირების გავრცელების არეალი საქარ...

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 37 714 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 3 410 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 732 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.04%.   
1638688354
თბილისში 15 წლის მოზარდი მოკლეს
თბილისში, სან-ზონაში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 15 წლის მოზარდი მოკლეს. ინფორმაციას „ფორმულა“ ავრცელებს. 
„როგორ შეიძლება მოსამართლემ კანონიერი გადაწყვეტილება ინანოს“ - ბადრი კ...
„არა, როგორ შეიძლება მოსამართლემ ინანოს კანონიერი გადაწყვეტილება, არცერთ შემთხვევაში“, - ასე პასუხობს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი ტელეკომპანია „პირველის“ კითხვას, ნანობს თუ არა თავის გადაწყვეტილებას გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით.
კახა კალაძე: საახალწლო ბიუჯეტი, რასაკვირველია, დამოკიდებულია ღონისძიებ...
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საახალწლო ბიუჯეტი დედაქალაქში დაგეგმილი სადღესასწაულო ღონისძიების მასშტაბით განისაზღვრება.