პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: სამშვიდობო-სამეზობლო ინიციატივას, რომელიც ჩვენი პრემიერ-მინისტრის ინიციატივა გახლდათ, ევროკავშირის მხრიდან აქვს ძალიან ძლიერი, სერიოზული მხარდაჭერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი, მოლდოვის პრემიერ-მინისტრი ნატალია გავრილიცა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი
1638283940
დაკოპირებულია

„ევროკავშირის სამ პრეზიდენტს ხვდებიან პრემიერ-მინისტრები, ევროკომისიის, ევროპის საბჭოს, ასევე, ევროპარლამენტის პრეზიდენტს და ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს ამ ვიზიტის დიდ მნიშვნელობაზე და იმაზე, თუ რაოდენ მაღალი მოლოდინები არის ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტთან მიმართებით“, -  ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის და მოლდოვის პრემიერ-მინისტრ ნატალია გავრილიცას ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც ასოცირებული ტრიოს ფორმატში გაიმართა.

დავით ზალკალიანის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია, განსაკუთრებით იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ამ ფორმატში, პირველად, პრემიერ-მინისტრების დონეზე, ასოცირებული ტრიოს შეხვედრა იმართება და უმაღლეს დონეზე არის მიღება.

„სწორედ ეს შეხვედრა, რომელიც გაიმართა ევროკომისიის პრეზიდენტთან, ასოცირებული სამეულის ფორმატში, იყო ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად გამოყენებული იმისთვის, რომ ჩვენი მოლოდინების შესახებ გვქონოდა საუბარი, რა მოლოდინები გვაქვს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტთან დაკავშირებით.

რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს არის ის, რომ იყოს შესაბამისად ასახული ჩვენი ევროპული არჩევანი და ევროპული მისწრაფება, ასევე ის, რომ მხარდაჭერილი იყოს მთავარი, ფუნდამენტური პრინციპი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა დაკავშირებადობაზე. ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ჩვენი ევროკავშირთან შემდგომი უახლოესი პერსპექტივის ურთიერთობების და ის 5 საფლაგმანო პროექტი, რომელიც არის წარმოდგენილი ევროკავშირის მხრიდან, თუ როგორ შეიძლება მისი პრაქტიკულ განზომილებაში გადაყვანა და კონკრეტული შედეგების მიღწევა.

ასევე მნიშვნელოვანი აქცენტები გაკეთდა ერთიან ევროპულ ბაზარზე წვდომის კუთხით, რომელიც ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ჩვენი და ეს საერთო პრიორიტეტია, არა მხოლოდ საქართველოსი, არამედ, ასევე პრიორიტეტია უკრაინისთვის და მოლდოვისთვის.

რა თქმა უნდა, გარდა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მოლოდინებისა, საუბარი იყო ბევრ სხვა ძირითად თემებზე, განსაკუთრებით რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების სიტუაციასთან დაკავშირებით.

ძალიან პოზიტიურად აღინიშნა ის როლი, რომელსაც საქართველო ასრულებს, კერძოდ, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით გამართული მედიაციის პროცესი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის და ასევე, ჩვენი ინიციატივები სამშვიდობო-სამეზობლო ინიციატივის სახელით რომელიც არის ცნობილი და ჩვენი პრემიერ-მინისტრის ინიციატივა გახლდათ და ევროკავშირის მხრიდან ამ ინიციატივას აქვს ძალიან ძლიერი, სერიოზული მხარდაჭერა და მნიშვნელოვანია, რომ მათი ჩართულობაც იყოს უზრუნველყოფილი. ამ თემებზე გვქონდა ჩვენ ძალიან კარგი საუბარი“, -  აღნიშნა ვიცე-პრემიერმა. 

კლინიკა „ნეოლაბის“ დირექტორი

რომელი სეგმენტია ყველაზე კარგად დაცული კორონავირუსისგან? - ბუწაშვილის...

კლინიკა „ნეოლაბის“ დირექტორმა, ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში, კორონავირუსის ახალი ვარიანტის „ომიკრონის“ შესახებ ისაუბრა. 
1642952822
„გაზაფხულზე კიდევ ერთი ახალი შტამი გამოჩნდება“, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა დევი ტაბიძემ განაცხადა. 
1642950240
„სტაციონარული მომსახურება ბავშვებში 2-ჯერ გაიზარდა“, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
1642947563
„ბოროტი პოლიტიკოსები ანადგურებენ იმ ადამიანებს, ვინც ინარჩუნებს ქვეყნის დამოუკიდებლობას“, - ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. 
1642946133
ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში, ახალი კვლევის შესახებ წერს, რომელიც ყატარში ჩატარდა. 
1642940221
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი

რუსეთის აგრესია დასრულდება მაშინ, როდესაც დასავლეთი მოსკოვს მკაფიო სიგ...

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ  დააფიქსირა თავისი მოსაზრება, იმის შესახებ თუ როდის დასრულდება რუსეთის აგრესია. 
გურჯაანში ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
გურჯაანში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 
„იაფფასიან სპეკულაციებს თავი დაანებეთ, სახელმწიფო სერიოზულ თანხებს ხარ...
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გელა ხანიშვილი, „მთავარი არხის“ ეთერში ვაშლის ბაღების გაჩეხასთან დაკავშირებით გასულ სიუჟეტს ეხმაურება, რომლის თანახმად ადგილობრივებმა ვაშლის ბაღების გაჩეხა დაიწყეს.
1642944051
ციციშვილის კლინიკაში 3 ინფიცირებული ბავშვის მდგომარეობა მძიმეა
„ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში არცერთი თავისუფალი ადგილი არ არის“, - ამის შესახებ ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ განაცხადა.