პოლიტიკა

ძალიან მინდა, ჩამოვიდეს და ერთხელ და სამუდამოდ დავამშვიდებთ, მასაც დავაწყნარებთ და იქნებ ქვეყანამაც დაისვენოს, როდესაც გამოვკეტავთ ციხეში - ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
1631907369
დაკოპირებულია

„ნამდვილად არ მჯერა, რომ სააკაშვილი გაბედავს და ჩამოვა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩანაწერებზე საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სააკაშვილი ჩამოვა თუ არა, დაუყოვნებლივ შევა ციხეში და ამ პროცესს ვერავინ ამ ქვეყანაში, ამ მიწაზე, ვერ შეეწინააღმდეგება.

„7 არჩევნები ჩავატარეთ, 7 არჩევნებში მოვუგეთ მის ამ ანტიეროვნულ, ანტისახელმწიფოებრივ ძალას და დათვალეს, რომ 16-ჯერ აქვს ადამიანს ნათქვამი, თუ „დამუქრებული“, რომ ჩამოვალ, ჩამოვალ, ჩამოვალ და. ა.შ. მაგრამ არ ჩამოდის. ვიცი რა, რომ ყურადღებას აღარ აქცევს თავის პარტიას, არც დაფინანსებას უგზავნის, არც არაფერს, სხვათა შორის მე გეტყვით, რომ 3 სახლს იშენებს უკრაინაში და ბიზნესმენების დატერორებით არის დაკავებული. ზუსტი ინფორმაცია მაქვს ჩვენი მეგობრებისგან. ამა თუ იმ პოლიტიკოსის მიმართ, ესა თუ ის ბიზნესმენი უკვეთს სააკაშვილს კრიტიკას, ეს იღებს ამ კონკრეტული დავალების შესრულებაში კონკრეტულ გასამრჯელოს და ასე ცხოვრობს ეს ადამიანი, ჩვეულებრივი მავნებელი ადამიანი.

ჩამოვიდეს, ძალიან მინდა, რომ ჩამოვიდეს და ერთხელ და სამუდამოდ დავამშვიდებთ, მასაც დავაწყნარებთ და იქნებ ქვეყანამაც დაისვენოს, როდესაც გამოვკეტავთ ციხეში ამ ადამიანს.

სააკაშვილი დღეს არის ბრალდებული და მსჯავრდებული, მათ შორის, ძალიან მძიმე დანაშაულებებზე, მათ შორის, ერთ-ერთი გავიხსენე, თუნდაც ვალერი გელაშვილის სიკვდილამდე მიყვანის, ცემის ფაქტი, რომელიც სააკაშვილმა შეუკვეთა და ლამის მოკლეს ეს კაცი, გირგვლიანის საქმე, 26 მაისი, უამრავი ძალადობრივი საქმეები და მათ შორის, მე ძალიან მაინტერესებს, როგორ წარმოგიდგენიათ,

მთელი ეს ძალადობა, რაც ხდებოდა ქვეყანაში, ეს ხდებოდა სააკაშვილის გარეშე. ეს არის ძალადობრივი საქმეები და რა თქმა უნდა, ჩვენ არავის არ შევეკითხებით კანონი უნდა აღსრულდეს, თუ არ უნდა აღსრულდეს ამ მოძალადე ადამიანის მიმართ, ვინც წლების განმავლობაში ჩაგრავდა ჩვენს მოსახლეობას, ვინც ჩვენი ტერიტორიის 20% დააკარგვინა, გადასცა კოდორი, 100-ზე მეტი სოფელი რუსეთს და რუსული ჯარი შემოიყვანა, დააბრუნა საქართველოში. ჩვენს კოლეგებს, მეგობრებს ავუხსნით და მათ იციან ძალიან კარგად, ვინ არის სააკაშვილი. მე ინფორმაცია მაქვს, რომ ჩვენი უცხოელი მეგობრების დაჟინებული თხოვნა, მუქარა მის მიმართ არის, რომ არ ჩამოვიდეს თბილისში. მორიგი შოუ აქვს მოფიქრებული, რომ აქ, თავის გუნდს აჩვენოს, რომ მას უნდა ჩამოსვლა, მაგრამ ვინაიდან ესენი არ სთხოვენ ჩამოსვლას, მაშინ არ ჩამოვა. სხვათა შორის, მელია, რომელიც არანაკლებ არის მისი ხაზი და მისი პოლიტიკის გამტარებელი ჩვეულებრივი, მათ ერთხელ უკვე ერთად დაანგრიეს, მთელმა გუნდმა, ბანდამ, ჩვენი ქვეყანა და ამდენი უბედურება მოუტანეს ჩვენს ქვეყანას, მეორედ ამის უფლებას არ მივცემთ არავის. მათ შორის, მე გუნდის შიგნიდანაც ვიცი, რომ ისინიც ეწინააღმდეგებიან და მათაც კი არ სჯერათ სააკაშვილის ამ დაპირების, ჩამოსვლასთან დაკავშირებით, თუმცა ჩამოვა თუ არა, დაუყოვნებლივ შევა ციხეში და რა თქმა უნდა, ამ პროცესს ვერავინ ამ ქვეყანაში, ამ მიწაზე, ვერ შეეწინააღმდეგება, ვინც შეეწინააღმდეგება, სახელმწიფო კანონის ძალით და კანონის სახელით ყველას მიუზღავს და თავის ადგილს მიუჩენს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ა;ერგოლოგ-იმუნოლოგი

როდის უნდა გაკეთდეს ბუსტერ დოზა - ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება

რა დრო უნდა იყოს გასული ინფიცირებიდან და ვაქცინაციიდან, რომ მოქალაქემ ბუსტერ დოზის გაკეთება შეძლოს - ამ კითხვას ექიმი ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი პასუხობს.
1643360099
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საოკუპაციო ხაზს გასწვრივ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებულ უკანონო დესტრუქციულ ქმედებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 
1643367656
ნიდერლანდების შემდეგ, ფინეთია და დანია კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას იწყებენ. ამის შესახებ Euronews-ი იტყობინება.  
1643366639
ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შემთხვევაში საერთაშორისო საგადამხდელო სისტემიდან,  SWIFT-დან რუსეთის გათიშვას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ლაიენმა CNN-ის ეთერში განაცხადა. 
1643365218
ტაჯიკეთ-ყირგიზეთის საზღვარზე შეტაკებას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ალ-ჯაზირა“ ავრცელებს. 
1643364403
ვახტანგ კალოიანი

„მომავალი ორი კვირა საკმაოდ კრიტიკული იქნება“ - ვახტანგ კალოიანი

„მომავალი ორი კვირა იქნება საკმაოდ კრიტიკული“, - ამის შესახებ „ნიუ ჰოსპიტლის“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვახტანგ კალოიანმა განაცხადა. 
1643356233
ელექტროენერგიის აღრიცხვის ახალ სისტემაზე გადასვლა გარდაუვალი იყო - ლევ...
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ ელექტროენერგიის აღრიცხვის ახალ სისტემაზე გადასვლა გარდაუვალი და აუცილებელი იყო, ვინაიდან სექტორი ბირჟაზე გადადის და „თელმიკოს“ ბირჟაზე მოუწევს ელექტროენერგიის ყიდვა.
„პარაგრაფი“ ყოფილი თანამშრომლების მიერ გამოთქმულ ბრალდებებს პასუხობს
Paragraph Resort & Spa Shekvetili ცილისმწამებლურს უწოდებს ყოფილი თანამშრომლების მიერ, ერთ-ერთ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში გამოთქმულ ბრალდებებს და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ასაჯაროვებს რამდენიმე ფაქტს, რომელიც ასახავს გუნდის მიმართ მათ დამოკიდებულებას. 
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე 2020-2022 წლების სა...
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე 2020-2022 წლების სამოქმედო გეგმა განიხილეს და დაამტკიცეს. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.