მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ელენე ხოშტარია - ერი მთავრობას ეხვეწებოდა იგლოვეო, მთავრობაში ხალხი იყოფოდა ასე: „არ ვიტყვი, არ დაუვალებიათ“

დროას ლიდერი

„ერი მთავრობას ეხვეწებოდა იგლოვეო, მთავრობაში ხალხი იყოფოდა ასე: „არ ვიტყვი, არ დაუვალებიათ და არ ვიტყვი“, - ამის შესახებ „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს. 

„რა პოლიტიკა და რა დემოკრატია და რა იდეალები. ადამიანის სიცოცხლე არ წარმოადგენს ფასეულობას.
ისტორიის წიგნში რომ წაიკითხავს ბავშვი: საუკუნეების განმავლობაში ქართველები ეწირებოდენ იმპერიასთან ბრძოლას.

2022 წელს 33 ქართველი დაეცა ბრძოლის ველზე და ერი მთავრობას ეხვეწებოდა იგლოვეო. ისინი კი არ გლოვობდენ. პატივით დაასაფლავეთ არა, იგლოვეო. თქვი რომ სიკვდილი ცუდიაო, ოჯახს უთხარი „ვიზიარებო“.
და მთავრობაში ხალხი იყოფოდა ასე: „არ ვიტყვი“, „არ დაუვალებიათ და არ ვიტყვი“, „ახალ წელს ნუ მიფუჭებ“ …
ჩვენი ისტორიული მეხსიერება ბევრი რამით არის დამძიმებული და ახლა ამ წუთებშიც მძიმდება და მძიმდება“, - წერს ხოშტარია სოციალურ ქსელში. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔴 შალვა პაპუაშვილი უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლთა ოჯახებს, ახლობლებსა და მთლიანად საქართველოს უსამძიმრებს

🔴  შალვა პაპუაშვილი: ბოლო დღეებში 6 ქართველის სიცოცხლე შეიწირა რუსეთის აგრესიულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ