პოლიტიკა

„გახარია „ქართული ოცნებისთვის“ არის სახიფათო პოლიტიკური პროექტი“ - სალომე სამადაშვილი

სალომე სამადაშვილი პარლამენტში
1617707476
დაკოპირებულია

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ გიორგი გახარია არ იქნება ალტერნატივა იმ ხალხისთვის, ვისაც სურს ქვეყანაში ძირეული პოლიტიკური ცვლილებები და პოლიტიკური კურსის შეცვლა. 

სამადაშვილი აღნიშნავს, რომ გახარია არის სახიფათო პოლიტიკური პროექტი „ქართული ოცნებისთვის.“

„მე ვფიქრობ, რომ გახარიას დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაში ნამდვილად „ქართული ოცნებისთვის“ დარტყმა იქნება, იმიტომ რომ ის წაიყვანს დიდი რაოდენობით ამომრჩეველს მმართველი გუნდისგან.

რაც შეეხება ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველს ჩვენს ქვეყანაში, ამ ადამიანებს აწუხებთ პირველ რიგში ის ძალიან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვითარება, რომელიც დღეს ქვეყანაშია შექმნილი და რომელიც პირდაპირ უკავშირდება გახარიას პრემიერ-მინისტრად მუშაობის შედეგს.

ვფიქრობ, რომ დღეს ოპოზიციის და „ქართული ოცნების“ ამომრჩეველთათვის ძალიან ნათელი გამყოფი ხაზია. ასევე ქვეყნის საგარეო მიმართულებაშიც გამოიხატება განსხვავება და ამ თვალსაზრისით, არ ვფიქრობ რომ გახარია იქნება ალტერნატივა იმ ხალხისთვის ვისაც სურს ქვეყანაში ძირეული პოლიტიკური ცვლილებები და პოლიტიკური კურსის შეცვლა.

მათ შორის საგარეო პოლიტიკური მიმართულებით. გახარია არ მიიჩნევა პროდასავლური პოლიტიკური ვექტორის წარმომადგენლად ამომრჩეველში და ჩვენს ხალხში.

ამიტომ ვფიქრობ, რომ გახარია არის სახიფათო პოლიტიკური პროექტი „ქართული ოცნებისთვის,“ რაც შეეხება ოპოზიციას, მნიშვნელოვანია რომ ერთიანობა შეინარჩუნოს იმიტომ რომ ვხედავთ, „ნაციონალური მოძრაობა“ არის ყველაზე მაღალი რეიტინგის მატარებელი პოლიტიკური ძალა მაგრამ ჩვენ სხვა მცირე პარტიებთან შევძლებთ ივანიშვილის და „ქართული ოცნების “ დამარცხებას“- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ინფორმაცვიისთვის, IRI-ს კვლევის თანახმად, საზოგადოების ნდობის რეიტინგში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი პატრიარქის შემდეგ, ექსპრემიერი გიორგი გახარია დაასახელა.

იხილეთ აგრეთვე:

✔️პატრიარქი 89%, გიორგი გახარია 65% - IRI-ს კვლევა

✔️„ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შეძლებს გახარია თავისი დამოუკიდებლობის დასაბუთებას“- გია ხუხაშვილი

✔️„ხელისუფლება იტყვის გახარია სააკაშვილს შეეკრა, ოპოზიცია იტყვის ბიძინას პროექტიაო“ - გია ხუხაშვილი