მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიგი უგულავა გაათავისუფლეს

ევროპული საქართველოს ლიდერი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიგი უგულავა სასამართლო დარბაზიდან 3000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

„რაც უფრო მეტს დაგვიჭერენ, მით უფრო მკაცრი იქნება საზოგადოების პასუხი. რაც უფრო გაწელავს ამ ზამბარას ხელისუფლება, მით უფრო მტკივნეულად მოხვდება მათ იგი ცხვირში“, - განაცხადა გიგი უგულავამ გათავისუფლების შემდეგ. 

შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავა, 29 ნოემბერს, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების მიერ აღმაშენებლის ხეივანში გზის გადაკეტვის შემდეგ დააკავეს.

უგულავა მარნეულის წინასწარი დაკავების იზოლატორში იყო მოთავსებული.