პოლიტიკა

გიორგი გახარია არის შეცდომა, ერთი იუდა ყველა გუნდში არის და გასაკვირი არაფერია - ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ექსპრემიერი გიორგი გახარია Pia.ge
1631907090
დაკოპირებულია

„გიორგი გახარია არის შეცდომა, მე თუ მკითხავთ და ძალიან სამწუხაროა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, გიორგი გახარიას პარტიის დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა დიდი ნდობა გამოუცხადა და მმართველი გუნდიც არაერთხელ გადაეფარა, თუმცა მან ღალატი ჩაიდინა.

„მოსახლეობას, შეიძლება, აღარ აინტერესებს ამდენი შეფასებები, მაგრამ რადგან მკითხეთ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს კაცი იყო არავინ, 2012 წლის არჩევნების შემდეგ ჩამოვიდა, მოიყვანა და რეკომენდაცია გაუწია ხუხაშვილმა და მაშინ დაინიშნა ჯერ ბიზნესომბუდსმენად, შემდეგ ეკონომიკის მინისტრად, შინაგან საქმეთა მინისტრად, შემდეგ პრემიერ-მინისტრად, ეს ყველაფერი ხდება რა თქმა უნდა პარტიის დამფუძნებლის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ნდობით. ამხელა ნდობა გამოუცხადა კაცმა და ეს არავინ აქცია კაცად. რომ იტყვიან, ჩააცვეს, დაახურეს, კაცად აქციეს, გადაეფარნენ, მთელი გუნდი გადაეფარა მას, გადაარჩინეს და ამ დროს ასეთი ღალატი ჩაიდინა. ეს შეფასება პარტიის თავმჯდომარემ გააკეთა და რა თქმა უნდა, ეს ჩვეულებრივი ღალატია, სხვა ამას რა შეიძლება უწოდო. ეს ნორმალურია, ერთი იუდა ყველა გუნდში არის და არაფერი გასაკვირი არ არის.

ამის მაგალითები უამრავია, ყველა ქვეყანაში, ყველა გუნდში, ყველა საზოგადოებასა და ორგანიზაციაში. ვფიქრობ, მან პირველ რიგში საკუთარ თავს გაუკეთა ცუდი საქმე, რა თქმა უნდა, ჩვენ, გუნდი დაგვაზიანა, გუნდს უღალატა და სახელმწიფოს უღალატა, როცა კანონის აღსრულებაზე უარი თქვა და გადაეფარა ნიკა მელიას - ამ მოძალადე კაცს, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციას, კანონს, სახელმწიფოს და ამ აღსრულების წინააღმდეგ წავიდა და გადადგა. ამის ანალოგი ალბათ არ მოიძებნება მსოფლიოში. ვინ უნდა იყოს გახარია, შესაბამისად, ჩემთვის გახარია დამთავრებულია. მით უმეტეს, იცის რა, რომ მერის არჩევნებში პირველსავე ტურში კახა კალაძე იმარჯვებს, კახას ალტერნატივა არ ჰყავს, მავნებლურად წავიდა და დააყენა საკუთარი კანდიდატურა, რომ იქნებ თეორიულად მეორე ტურის ალბათობა გაზარდოს და აქაც მელიას გაუწია სამსახური. ვინ უნდა იყოს გახარია ჩემთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ქვეყნის მასშტაბით საწოლფონდის მობილიზება მოხდება

„ომიკრონი“ შესაძლოა, აცრილებშიც გავრცელდეს“ - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ „იმედის“ ეთერში კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ ისაუბრა. 
1638696096
6 დეკემბერს,  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სამგორის რაიონში, 17 შინდისელი გმირის ქუჩა N8-თან, წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს. 
1638688649
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 37 714 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 3 410 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 732 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.04%.   
1638688354
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „ზრდა საქართველოში“ დირექტორ ქეთი ჭუმბურიძესთან ერთად, სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონული სამსახურებისა და მუნიციპალური ცენტრების ახალგაზრდა სტაჟიორებს შეხვდა.
1638688151
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 3 410 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 46 ადამიანი, ხოლო 4 732 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
1638687000
ხანძარი თბილისში

თბილისში, საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა

თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა.
კახა კალაძე: საახალწლო ბიუჯეტი, რასაკვირველია, დამოკიდებულია ღონისძიებ...
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საახალწლო ბიუჯეტი დედაქალაქში დაგეგმილი სადღესასწაულო ღონისძიების მასშტაბით განისაზღვრება.
ბრალდების მხარისთვის მოულოდნელი იყო მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვე...
კახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორი ვლადიმერ ბექიშვილი აცხადებს, რომ ბრალდების მხარისთვის მოულოდნელი იყო მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება განზრახ მკვლელობაში ბრალდებულების ზურაბ ზვიადაურის და ჯაბა ჯანგირაშვილის გირაოთი გათავისუფლებასთან დაკავშირებით. 
„არ მიცხოვრია ისე, რომ ამ ადამიანმა მკვლელი მეძახოს“ - თაკო ჩარკვიანი...
„არ მიცხოვრია ისე, რომ ამ ადამიანმა მკვლელი, მწამებელი მეძახოს,“ - ასე გამოეხმაურა პარტია „სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარე, დეპუტატი თაკო ჩარკვიანი კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის მხრიდან პარლამენტში გაკეთებულ განცხადებას.