მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„იმას, რასაც ბიჭვინთაში ვხედავთ, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმაა“ - ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს პრეზიდენტი Pia.ge

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებული აფხაზეთის რეჟიმის მიერ რუსეთისთვის ბიჭვინთაში მდებარე მიწების გადაცემის ფაქტს „ტვიტერზე“ ეხმაურება. 

„იმას, რასაც ბიჭვინთაში ვხედავთ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმაა.

ჩვენ ვხედავთ ამ მოვლენებზე ხალხის მძაფრ რეაქციას. ეს უწყვეტი ოკუპაციის შედეგია.

კატეგორიულად ვგმობ და საერთაშორისო საზოგადოებას მკვეთრი რეაგირებისკენ მოვუწოდებ“, - წერს სალომე ზურაბიშვილი. 

 

ცნობისთვის, ბიჭვინთის ცნობილი სახელმწიფო აგარაკის და მის გარშემო 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთის მფლობელი რუსეთის ფედერაცია ხდება. აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტში მოსკოვთან შეთანხმების ტექსტი უკვე გადაგზავნილია.