პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი ნარკოტესტის ჩაბარებაზე - გაუგებარია გახარიას რეაქცია, თუმცა სოლიდარობა, რომელიც მას გამოუცხადეს მელიამ და სხვა კანდიდატებმა, რა თქმა უნდა, კითხვებს წარმოშობს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Pia.ge
1631794023
დაკოპირებულია

„გაუგებარია გახარიას რეაქცია, თუმცა სოლიდარობა, რომელიც მას გამოუცხადეს მელიამ და სხვა კანდიდატებმა, რა თქმა უნდა, კითხვებს წარმოშობს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „თბილავიამშენის“ ტერიტორიაზე საფრენი აპარატების ახალი სამწყობრო საწარმოს დათვალიერების შემდეგ ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ნარკოტესტის ჩაბარება ელემენტარულია და ეს ყველა საჯარო მოხელის და პოლიტიკოსის ვალდებულებაა.

„შეიძლება ამას დავარქვათ პოლიტიკური სოლიდარობა, რომელიც უბრალოდ ნიკა მელიამ თავის გადამრჩენელს, გახარიას გამოუცხადა და ალბათ ასე შეიძლება, რომ მოინათლოს. არ მაინტერესებს ნამდვილად, იმიტომ, რომ თუ ადამიანი მართლაც არაფერს არ მალავ, რა პრობლემაა ზოგადად. ნარკოტესტის ჩაბარება არის ძალიან ელემენტარული და მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში ეს ყველა საჯარო მოხელის და პოლიტიკოსის ვალდებულებაა, ვისაც პრეტენზია აქვს ქვეყნის მართვაზე. ჩვენ არაერთი ნარკომანი მმართველი გვინახავს, როგორიც არის სააკაშვილი, რომელიც დღესაც ნარკოტიკული საშუალებების აქტიური მომხმარებელია და მისი ლაივჩართვები, რა თქმა უნდა არის ამის დამადასტურებელი. იმის მიხედვით, რა დოზას მოიხმარს, ხან უმატებს ტონს, ხან უკლებს, ძალიან მარტივი ასახსნელია. ნამდვილად გაუგებარია გახარიას ეს რეაქცია, თუმცა მესმის სოლიდარობა, რომელიც ჩვენ ვნახეთ გამოცხადებული მელიას მხრიდან, სხვა კანდიდატების მხრიდან, ეს რა თქმა უნდა, კითხვებს წარმოშობს. არ ვიცი რატომ არ სურს გახარიას ნარკოტესტის საქართველოში გაკეთება. ალბათ ეშინია. ხალხური ბრძნული გამონათქვამია, „ქურდს ქუდი ეწვისო“, ხომ გაგვიგია ყველას?! ძალიან მარტივია. ვისაც დასამალი არაფერი არ აქვს, ღიად, ნებისმიერ მოედანზე, ბიუროში უნდა მივიდეს და ჩააბაროს ტესტი. ძალიან მარტივია და მე მგონი კითხვები არ არსებობს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრი იყო და სააკაშვილს მარიონეტი გახდა, ამას კი მოხერხება უნდა.

„აღარ მსურს ზედმეტი კომენტარების გაკეთება გარკვეული ადამიანების მოსაზრებებზე და მათ კომენტარებზე. ხალხმა ყველაფერი კარგად იცის. ძალიან მარტივი ასახსნელია მათი ეს პროვოკაცია და მოღალატეობრივი ჩართულობა მთელ ამ პროცესში და მათი ბუნებრივი მოკავშირეობა სააკაშვილთან. მოხერხება უნდა იმას, რომ კაცი იყო პრემიერ-მინისტრი და გახდა სააკაშვილს მარიონეტი. თავიდან გარკვეული დაბნეულობა იყო შემოტანილი საზოგადოებაში. მათ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილის პროექტი იყო გახარია. შემდეგ ნახეს, რომ პარტიის თავმჯდომარემ მას დაარქვა სახელი, მოღალატე უწოდა, ღალატად შეაფასა მისი ეს ქმედება. ამის შემდეგ იყო მცდელობა, თითქოს კოალიციის შექმნა უნდოდა ქართულ ოცნებასთან, ამის შემდეგ ჩვენ ვთქვით, რომ როგორ შეიძლება მოღალატესთან, იმასთან, ვინც ერთხელ გიღალატა კოალიციის შექმნა და ახლა არაფერი დარჩათ ხელში, გარდა სააკაშვილის ბუნებრივი მოკავშირეობისა. ამას ხალხი ხედავს და შესაბამის დასკვნებს აკეთებს და ეს გაგრძელდება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ბაიდენი ომიკრონზე

„ომიკრონის“ გამო აშშ ლოკდაუნს არ დაუბრუნდება - ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ კორონავირუსის ახალი შტამის, „ომიკრონის“ გამო შეერთებული შტატები ლოკდაუნის დაწესებას არ აპირებს. ამის შესახებ BBC იუწყება. 
ათასწლეულის ფონდის ორგანიზებით, „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს“ გალა დაჯილდოება წელს მეოთხედ გაიმართა. 
1638284152
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა.
1638284077
„ევროკავშირის სამ პრეზიდენტს ხვდებიან პრემიერ-მინისტრები, ევროკომისიის, ევროპის საბჭოს, ასევე, ევროპარლამენტის პრეზიდენტს და ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს ამ ვიზიტის დიდ მნიშვნელობაზე და იმაზე, თუ რაოდენ მაღალი მოლოდინები არის ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტთან მიმართებით“, -  ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის და მოლდოვის პრემიერ-მინისტრ ნატალია გავრილიცას ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც ასოცირებული ტრიოს ფორმატში გაიმართა.
1638283940
„საქართველოს ბანკისა“ და „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პარტნიორობა გრძელდება.
1638283275
ასოცირებული ტრიოს მინისტრები და შარლ მიშელი

ასოცირებული ტრიოს პრემიერ-მინისტრებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად, ბრიუსელში მაღალი დონის შეხვედრებს მართავს. ირაკლი ღარიბაშვილს, დენის შმიგალს და ნატალია გავრილიცას ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა სამუშაო სადილზე უმასპინძლა.
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების და ფულის გათეთ...
საქართველოს პროკურატურამ თაღლითურად მოქმედი დანაშაულებრივი ჯგუფი გამოავლინა და დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების და ფულის გათეთრების ფაქტზე დანაშაულებრივი სქემის ორგანიზატორები დააკავა. აღნიშნულ განცხადებას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
„თქვენს გზავნილზე ახალი საჩუქარია“ - ლიბერთი საერთაშორისო ფულად გზავნი...
ლიბერთი საერთაშორისო ფულად გზავნილებზე ახალ აქციას იწყებს: „თქვენს გზავნილზე ახალი საჩუქარია“ კამპანიის ფარგლებში, ბანკი კიდევ უფრო მეტ მომხმარებელს აძლევს ფულადი პრიზების მოგების საშუალებას.
ლევან კარანაძე EUROCONTROL-ის მმართველი საბჭოს ვიცე-პრეზიდენტად მეორე...
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი, ლევან კარანაძე ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL) მმართველი საბჭოს ვიცე-პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს.