მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ივანიშვილი არასოდეს თამაშობს ერთ აქტიანი მოქმედებით - თინა ხიდაშელი

თავდაცვის ექსმინისტრი

თავდაცვის ექსმინისტრი და სამოქალაქო იდეის თავმჯდომარე თინა ხიდაშელი ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში „ხალხის ძალის“ შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ „ეს პოლიტიკური წარმონაქმნია“. 

👉 [გამოკითხვა] რას ფიქრობთ მოძრაობა „ხალხის ძალაზე“?

ხიდაშელის თქმით, მმართველი გუნდის და „ხალხის ძალის“ წევრები სხვანი არ არიან. 

ხიდაშელი არ გამორიცხავს, რომ ისინი პარტიის შეკრებებსაც ესწრებიან. 

„ეს პოლიტიკური წარმონაქმნია, ვინაიდან მოქმედი პოლიტიკოსების მიერ არის დაფუძნებული. იმის გათვალისწინებით, რომ მოქმედი პოლიტიკოსები არიან დამფუძნებლები, რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკური წარმონაქმნი. აქ სადავო არაფერია. 

რაც შეეხება იმას, რომ ისინი სხვანი არიან, ისინი სხვანი არ არიან. ამიტომ ეს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც მათ სტატუსზე ვსაუბრობთ. ისინი არიან ფორმალურადაც, ქაღალდზე დაწერილადაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრები. შესაბამისად, არანაირად სხვანი არ არიან. ისინი სავარაუდოდ პარტიის შეკრებებსაც ესწრებიან“, - აცხადებს თინა ხიდაშელი. 

ჟურნალისტის კითხვაზე, ახლა ბიძინა ივანიშვილის პარტია რომელი უფრო არის, თინა ხიდაშელი ამბობს, რომ „მაინც ქართული ოცნებაა“. 

„ამ წუთს მგონია, რომ ივანიშვილის პარტია მაინც „ქართული ოცნებაა“. ასევე, დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ ამ წუთის მდგომარეობით ძალიან მარტივია იმის გათვლა, რასაც ის აკეთებს, ის მუდმივად აკეთებს. ის არასოდეს თამაშობს ერთ აქტიანი მოქმედებით, არჩევნები არის თუ არ არის, ამის მიუხედავად ის რაღაც კომბინაციებს მუდმივად აკეთებს. 

დღევანდელი მდგომარეობით საქართველოში არის 5%-იანი საარჩევნო ბარიერი და გამოკითხვებით ამ ბარიერს, მხოლოდ ორი პოლიტიკური პარტია ლახავს. ყველა სხვა დანარჩენი ხმა ჰაერში მიდის. რა თქმა უნდა, ივანიშვილი დაინტერესებულია, რომ მესამე ნიშა გააჩინოს პარლამენტში, იმისთვის რომ მრავალპარტიულობის, კოალიციურობის იმიჯი და ილუზია შეიქმნას. 

ამის გამოცდილება საქართველოში არსებობს. მაღალი ბარიერის პირობებში ხელოვნურად გადაყვანილი პარტიები გვინახავს პარლამენტში. იგივეა სავარაუდოდ ივანიშვილის გეგმაც“, - აცხადებს თინა ხიდაშელი. 

შეგახსენებთ, „ქართული ოცნებიდან“ წასულ 4 დეპუტატს კიდევ 5 დეპუტატი დაემატა. „ქართული ოცნებიდან“ გამოყოფილ ოთხეულს უერთდებიან დეპუტატები: ვიქტორ ჯაფარიძე, დაჩი ბერაია, ეკა სეფაშვილი, დავით კაჭარავა და ზაალ მიქელაძე.

„ხალხის ძალას“ ასევე შეუერთდნენ თამთა მეგრელიშვილი, დავით ქართველიშვილი, ზურაბ ქადაგიძე, თამარ ჩიბურდანიძე, ნუკრი შოშიაშვილი, ოთარ ჭულუხაძე, ნიკა ქობულაძე და იოანე შაიშმელაშვილი.