პოლიტიკა

კარლ ჰარცელი „სამხრეთ ოსეთის“ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე ყველა გადაკვეთის პუნქტის გახსნისკენ მოუწოდებს

კარლ ჰარცელი
1630824092
დაკოპირებულია

„ელჩი კარლ ჰარცელი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე ყველა გადაკვეთის პუნქტის გახსნისკენ მოუწოდებს“, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

„დღეს გავიდა ორი წელი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე ოძისის გადაკვეთის პუნქტის დახურვიდან. ამ პუნქტის დახურვამდე, ყოველდღიურად საშუალოდ 400-მდე გადასვლა ხდებოდა.

ბოლო ორი წლის განმავლობაში ახალგორის რაიონის ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას არ შეეძლო ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გადაკვეთა და ნათესავებთან შეხვედრა, პენსიების აღება ან მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების გამოყენება. გარდა ამისა, შეზღუდული იყო სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობა, ხოლო შეტყობინებები საკვებისა და მედიკამენტების დეფიციტის შესახებ კვლავაც გრძელდება. ამასთან დაკავშირებით, ახალგორის რაიონიდან სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით გადასვლების მარეგულირებელი პროცედურების ბოლოდროინდელი გამარტივება მისასალმებელი მოვლენა იყო.

ევროკავშირი დარწმუნებულია, რომ გადაადგილების მეტი თავისუფლების უზრუნველსაყოფად შეიძლება COVID-19-ის ტესტირების გონივრული და ადეკვატური სტრატეგიის განხორციელება და მოუწოდებს დე ფაქტო ხელისუფლებას ცხინვალში და რუსეთის ფედერაციას დაუშვან სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე ყველა გადაკვეთის პუნქტის გახსნა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მზად არის ხელი შეუწყოს შემდგომ დისკუსიებს ერგნეთის ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში“, - ნათქვამია განცხადებაში.

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი

„განცხადებები, რომ „ომიკრონი“ ფილტვებს არ აზიანებს, მტკნარი სიცრუეა“ -...

ალერგოლოგ იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ჯანდაცვის სისტემის პირველად რგოლზე, „ომიკრონით“ ინფიცირების სიმძიმესა და პანდემიის მართვაზე საუბრობს. 
1642516437
მიმდინარე წლის 21 იანვარს ჟენევაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვისა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ria.ru ავრცელებს. 
1642529170
იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნულ ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის თქმით, იანვრის ბოლოს და თებერვლის დასაწყისში საქართველოს პანდემიის ისტორიაში პიკი იქნება.
1642508109
„დაახლოებით 3-ჯერ მცირდება იმ ადამიანებში გადადების რისკები, ვინც არიან სრულფასოვნად ვაქცინირებულები“, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ეთერში ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა. 
1642506217
ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა „იმედის“ ეთერში, იმის შესახებ ისაუბრა თუ როდის უნდა მიიღოს კოვიდინფიცირებულმა ანტიბიოტიკი.
1642499801
თბილისში კორპუსის მე-14 სართულიდან ახალგაზრდა გოგო გადავარდა და დაიღუპა

ქობულეთში საცხოვრებელ კორპუსში გარდაცვლილი იპოვეს

ქობულეთში, სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გარდაცვლილი იპოვეს. 
ამ პიროვნებას არაფერი სმენია სულხან მოლაშვილზე, წინააღმდეგ შემთხვევაში...
ახალგაზრდა „ენ-ჯე-ო-შნიკმა“ გიორგი მშვენიერაძემ თეორიულადაც არ იცის, რას ნიშნავს პენიტენციურ სისტემაში „არაადამიანური და ღირსებაშემლახავი მოპყრობა“, რაც ქვეყნის უახლოეს სამარცხვინო წარსულს უკავშირდება“, - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი სააკაშვილის ადვოკატის გიორგი მშვენიერაძის განცხადებას, რომლის თქმით, ისეთ საქმეებზე, როგორიც არის მოლაშვილის საქმე, ევროსასამართლომ სტანდარტად დაადგინა, რომ პირს, რომელიც იმყოფება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, უნდა ჰქონდეს სრული წვდომა სამედიცინო სერვისებზე, რაც დღეს შეზღუდული აქვს სააკაშვილს.
შალვა პაპუაშვილი რობერტა მეტსოლას ევროპარლამენტის პრეზიდენტად არჩევას...
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი რობერტა მეტსოლას ევროპარლამენტის პრეზიდენტად არჩევას „ტვიტერზე“ ეხმაურება. 
„გალერეა თბილისში“ განგაში იყო (ფოტო)
სავაჭრო ცენტრ „გალერეა თბილისში“ ცოტა ხნის წინ განგაში იყო, რის გამოც შენობიდან ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ Pia.ge-ს თვითმხილველმა ადგილიდან აცნობა.