მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ქართველი ხალხის სახელით, უკრაინას ვუცხადებ ურყევ სოლიდარობას“ - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი

„უკრაინა არა მხოლოდ იცავს საკუთარ ტერიტორიებს, არამედ სისხლს ღვრის ჩვენთვის, ევროპისთვის. მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი პირადი პატივისცემა, აღტაცება და მხარდაჭერა პრეზიდენტ ზელენსკის და მისი ხალხის მიმართ“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„საქართველო იზიარებს ტრაგიკულ ისტორიას, ორ საუკუნეზე მეტის განმავლობაში რუსული რეპრესიების, ტოტალიტარიზმის, რუსეთის აგრესიის და ოკუპაციის სახით. ჩვენ ვიზიარებთ ამ ბედს უკრაინასთან ერთად, ასე რომ, მე არ შემიძლია აქ ვიდგე და პირველ რიგში, უკრაინელი ხალხის მიმართ არ გამოვთქვა ურყევი და პრინციპული სოლიდარობა ქართველი ხალხის სახელით. 

ჩვენ კარგად ვიცით, რომ უკრაინა არა მხოლოდ იცავს საკუთარ ტერიტორიებს, არამედ სისხლს ღვრის ჩვენთვის, ყველასთვის - ევროპისთვის, მისი უსაფრთხოებისა და თავისუფლებისთვის, საქართველოსთვის - მისი უსაფრთხოებისა და ევროპული მომავლისთვის და მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი პირადი პატივისცემა, აღტაცება და მხარდაჭერა პრეზიდენტ ზელენსკის მიმართ და მისი ხალხის მიმართ.

მე დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში აქ, ამ დარბაზში ვიხილავთ ჩვენი ორივე ქვეყნის წარმომადგენლებს გვერდიგვერდ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.