მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ლარი სჭირდებათ რომ გმართონ, რაც უფრო მეტად შეგსვამენ ლარზე, მით მეტი ბერკეტი ექნებათ მართვის“ - ზურაბ ჯაფარიძე

ზურაბ ჯაფარიძე - გირჩის ლიდერი

პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 10.5%-მდე გაზრდას სოციალური ქსელით ეხმაურება. 

მისი შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილებით და ამავდროულად, დოლარში აღებული სესხების ვადის მაქსიმუმ 10 წლამდე განსაზღვრით, ხელისუფლება მოქალაქეების ეკონომიკურ მდგომარეობაზე გავლენის გაზრდას ცდილობს. 

„დოლარში რომ მოგინდეთ იპოთეკური სესხის აღება, 15 წლიანს აღარ მოგცემენ 10 წელზე გადანაწილებით, თვეში თუ დიდი თანხა გამოგივიდათ, ე.ი. საერთოდ ვერ აიღებთ ეგეთ სესხს და ვერ იყიდით/გაარემონტებთ ბინას, ასე გიბიძგებენ რომ ლარში აიღოთ.

ლარიზაციის პოლიტიკის ნაწილია ეს ნაბიჯიც, ოღონდ ლარში თუ აიღეთ, მერე ამათზე იქნებით დამოკიდებული რა %-ის გადახდა მოგიწევთ. აგერ ახლა გაზარდეს რეფინანსირების განაკვეთი ისტორიულ მაქსიმუმამდე (10.5%) და ათობით ათას ადამიანს გაუძვირეს სესხი. 

ლარი სჭირდებათ რომ გმართონ. რაც უფრო მეტად შეგსვამენ ლარზე, მით მეტი ბერკეტი ექნებათ მართვის, მით მეტად გაგაღარიბებენ. ბიძინა და ოცნება აკეთებს ამას, და არა ეროვნულ ბანკში დასმული პაიკები“, - წერს ზურაბ ჯაფარიძე. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით 10.5 პროცენტამდე გაზარდა, რაც ისტორიული მაქსიმუმია.