მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მოვუწოდებთ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით ივაჭროს, ზურგს უკან აქვთ უტუ-პუტუ გამართული ერთმანეთთან“ - იაგო ხვიჩია

 პარტია გირჩის ლიდერი

პარტია „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩამ განაცხადა, რომ მისი პარტია პოლიტიკურად ღიად ვაჭრობს და იმავეს მოუწოდებს სხვა პარტიებსაც. მაგალითად, „ნაციონალურ მოძრაობას“ ურჩევს, რომ მიხეილ სააკაშვილის საკითხით ივაჭრონ, ზურგს უკან ლაპარაკებს მორჩნენ და ევროპელებს დაანახვონ, რომ ნამდვილად პოლიტიკოსები არიან.

„ჩვენ პოლიტიკურად, სხვებისგან განსხვავებით, რიად ვვაჭრობთ და რაც გვინდა იმას, ღიად ვსაუბრობთ. არ გვაქვს ზურგს უკან მოლაპარაკებები რომელიმე პარტიასთან, რომ ამდენ ფულს გადაგიხდით და სიაში ჩაგვსვით. არა მხოლოდ ჩვენ ვვაჭრობთ პოლიტიკურ საკითხთან დაკავშირებით, არამედ მოვუწოდებთ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით ივაჭროს.

მთელი ეს 6 თვიანი პროცესი გამოიყენოს პოლიტიკური ვაჭრობისთვის, რომ ევროპელებმა დაინახონ, რომ პოლიტიკოსები ვართ. ზურგს უკან აქვთ უტუ-პუტუ გამართული ერთმანეთთან“, - განაცხადა ხვიჩიამ.