პოლიტიკა

ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში საქართველომ ალიანსის 2030 წლის სტრატეგიასთან დაკავშირებულ საჯარო დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია
1638357980
დაკოპირებულია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ლაშა დარსალიამ ქ.რიგაში მიმდინარე ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო ალიანსის და ლატვიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ საჯარო დისკუსიაში, რომელიც ალიანსის 2030 წლის სტრატეგიას მიეძღვნა.

ღონისძიება ნატოს გენერალურმა მდივანმა იანს სტოლტენბერგმა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩსმა გახსნეს. ნატოსა და პარტნიორების ურთიერთობის საკითხზე მიძღვნილ სესიაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია, ლიეტუვას ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი, ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის თანათავმჯდომარე კატერინა პისარსკა და აშშ-ს უილსონის ცენტრის ევროპული პროგრამების დირექტორი დენ ჰამილტონი.

საკუთარ გამოსვლაში მინისტრის პირველმა მოადგილემ ვრცლად მიმოიხილა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი და ამ გზაზე მიღწეული პროგრესი. მან ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში და ჩვენი ქვეყნის წარმატებულ ჩართულობას ნატო-ს ოპერაციებსა და მისიებში, ისაუბრა საქართველოს გაზრდილ როლზე ნატოს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გნმტკიცებისკენ  მიმართულ ძალისხმევაში და ამ მხრივ ალიანსთან წარმატებულ თანამშრომლობას გაუსვა ხაზი.

მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ნატო-ს სამომავლო სტრატეგიაში ღია კარის პოლიტიკისადმი ალიანსის მტკიცე პოზიციის შენარჩუნების მნიშვნელობაზე და აღნიშნა ამ პროცესში საქართველოს აქტიური ჩართულობა. სესიის ფარგლებში საუბარი შეეხო ასევე ნატო-ს მხრიდან საქართველოს და პარტნიორი სახელმწიფოების ქმედითი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის მნიშვნელობას ალიანსში გაწევრიანების მიზნისთვის,  განსაკუთრებით ამ ქვეყნების მიმართ რუსეთის მზარდი აგრესიის ფონზე.  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კიდევ ერთხელ დააფიქისრა საქართველოს მტკიცე არჩევანი ალიანსში გაწევრიანების შესახებ და მზადყოფნა გადადგას შესაბამისი ნაბიჯები ამ მიმართულებით. საჯარო დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, ესტონეთისა და ლატვიის ყოფილი პრეზიდენტები, ვაირა ვიკე-ფრეიბერგა, კრისტი კალიურანდი და ვალდის ზატლერსი.

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი

„განცხადებები, რომ „ომიკრონი“ ფილტვებს არ აზიანებს, მტკნარი სიცრუეა“ -...

ალერგოლოგ იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ჯანდაცვის სისტემის პირველად რგოლზე, „ომიკრონით“ ინფიცირების სიმძიმესა და პანდემიის მართვაზე საუბრობს. 
1642516437
„დაახლოებით 3-ჯერ მცირდება იმ ადამიანებში გადადების რისკები, ვინც არიან სრულფასოვნად ვაქცინირებულები“, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ეთერში ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა. 
1642506217
ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა „იმედის“ ეთერში, იმის შესახებ ისაუბრა თუ როდის უნდა მიიღოს კოვიდინფიცირებულმა ანტიბიოტიკი.
1642499801
ევროპარლამენტის ზამთრის სესიის პირველი პლენარული სხდომა ევროპარლამენტის პრეზიდენტის, დევიდ მარია სასოლის ხსოვნის პატივსაცემად გამართული ღონისძიებით გაიხსნა, სადაც  ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე, ლევან ქარუმიძესთან ერთად, იმყოფებოდა.
1642523788
„წაკითხული მაქვს ნიურნბერგის პროცესის შესახებ მასალები, სტატიები ამა თუ იმ მკვლელის, მანიაკისა და დიქტატორის შესახებ და არსად შემხვედრია მათი ადვოკატების მოთხოვნა დამნაშავე, რომლის ბრალეულობა არამც თუ სასამართლომ დაამტკიცა, არამედ საზოგადოება უფრო მეტი დანაშაულის ჩადენას ედავება, დაზარალებულად ყოფილიყო ცნობილი“, - ასე ეხმიანება ექსპერტი გია გაბრიჭიძე, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატ გიორგი მშვენიერაძეს, რომელმაც არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის თაობაზე პროკურატურაში განცხადება შეიტანა. 
1642523197
ფეისბუკმომხმარებელი ნინო ფოჩხუა

მორალისგან და სინდისისგან როგორი დაცლილი უნდა იყო, თან იურისტი, გაუბედ...

„არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა, აი, ეს არის, რასაც ჩვენ გვიკეთებს უსინდისო ადამიანთა ჯგუფი“, - ასე ეხმიანება Facebook მომხმარებელი ნინო ფოჩხუა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატ გიორგი მშვენიერაძეს, რომელმაც არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის თაობაზე პროკურატურაში განცხადება შეიტანა. 
„ველოდებით სახალხო დამცველის სამედიცინო ჯგუფის შეფასებებს“ - კარლ ჰარც...
ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, დიპლომატიური ორგანიზაცია ყურადღებით აკვირდება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ პროცესებს და სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის შეფასებებს ელოდება. 
ნიკოლოზ სამხარაძე რუმინეთის პრემიერ-მინისტრის სახელმწიფო მრჩეველს და რ...
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე რუმინეთის პრემიერ-მინისტრის სახელმწიფო მრჩეველს უსაფრთხოების საკითხებში, იულიან  კიფუს და  რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რაზვან როტუნდუს შეხვდა.
„ეს შეიძლება იყოს აგრესიის დასაწყისი“ - სააკაშვილი უკრაინაში რუსი დიპლ...
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რუსი დიპლომატების ოჯახების ევაკუაციაზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.