მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიკა მელია სუს-ში დაიბარეს

ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“  თავმჯდომარე ნიკა მელია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს. ინფორმაციას მელია სოციალურ ქსელში ავრცელებს

„რეჟიმის პარანოია გრძელდება. სიამოვნებით ჩავიბარებ უწყებას და პირადად, დეტალურადაც მოგიყვებით როგორ დასრულდება ივანიშვილის რეჟიმი - მაგას რომ ხედავდე, ნოსტრადამუსობა ნამდვილად არაა საჭირო..პ.ს. ამ ბატონს წარმოებაში სახელმწიფო გადატრიალების საქმე აქვს“, - წერს მელია და სოციალურ ქსელში სუს-ის წარმომადგენლის მიერ გაგზავნილი შეტყობინების ე.წ. ფოტოსქრინებს ავრცელებს.