მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ოპოზიციას უნდა აწყობდეს არეულობა, საპროტესტო მუხტმა შეიძლება მოამზადოს რევოლუციური მუხტი“ - რამაზ საყვარელიძე

პოლიტოლოგი

„ოპოზიცია წყნარი არჩევნების პირობებში საჭირო ხმებს ვერ აგროვებს, ლოგიკას ვხედავ იმაში, რომ ოპოზიციას უნდა აწყობდეს არეულობა“, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, პოლარიზაციის შემცირება ხელისუფლების ინტერესში არ არის. 

„ნაციონალური მოძრაობის“ არსებობა ხელისუფლების ინტერესშია. ეს ძირითადად ხდება არჩევნების წინ. პოლარიზაციის შემცირება ნამდვილად არ არის ხელისუფლების ინტერესში. ხელისუფლებამ თუ ვერ მოახერხა 12 პუნქტიანი გეგმის შესრულება, შემდეგ ევროპულ სტრუქტურებს ექნებათ უფლება თქვან, ვერ მოახერხეთ და არ გაძლევთ კანდიდატის სტატუსს, ეს კი ისევ კრიზისს გამოიწვევს. 

ოპოზიცია წყნარი არჩევნების პირობებში საჭირო ხმებს ვერ აგროვებს და წესით უნდა აწყობდეს ეს ღელვა. მათ აწყობთ საპროტესტო მუხტი იმიტომ, რომ საპროტესტო მუხტმა შეიძლება მოამზადოს რევოლუციური მუხტი და რევოლუციურმა მუხტმა შეიძლება, არჩევნების გზის გვერდის ავლით მიიყვანოს ეს ჯგუფი ხელისუფლებამდე.

ლოგიკას ვხედავ, რომ ოპოზიციას უნდა აწყობდეს არეულობა. რომ გავიხსენოთ 2003 წელი, „ვარდების რევოლუცია“, ის ხალხი, ვინც დღეს ოპოზიციაშია, მაშინაც ოპოზიციაში იყო, მოხდა არჩევნებთან დაკავშირებული უკმაყოფილება და მუხტის აწევა იმ დონემდე, რომ წავიდა შევარდნაძე და ამას მიჰყვა მთელი მოქალაქეთა კავშირი და ხელისუფლების ვაკანსია აღმოჩნდა თავისუფალი. ანალოგიური სცენარი თავში რომ გაივლოს ოპოზიციამ, არ გამიკვირდება იმიტომ, რომ გამოვლილი აქვთ ეგ გზა, რევოლუციური გზით მივიდა ეს ჯგუფი ხელისუფლებაში თავის დროზე“, - აცხადებს პოლიტოლოგი. 

რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ მოლაპარაკების პროცესში ყველა უნდა ჩაერთოს და „პოლიტიკური თამაში“ ითამაშოს.

„ნებისმიერ ფასად უნდა დაჯდე, ილაპარაკო და ბოლოში თქვა - მოლაპარაკება არ გამოვიდა. უნდა ითამაშო „პოლიტიკური თამაში“ ბოლომდე, მკაფიოდ გამოავლინო ვინ რაში იყო დამნაშავე და შემდეგ ამის მიხედვით იმოქმედო. თავიდან უარის თქმა დეპოლარიზაციის თემას ტოვებს ისევ დღის წესრიგში.

ხელისუფლება თამაშობს დასავლეთთან. პარტიები უნდა შეიქმნას ძლიერი. სხვა საშუალება იმისა, რომ 2 ძლიერი პარტია შეამცირო - არ არის. აქ იმხელა სხვაობაა მმართველ პარტიასა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის, რომ რამდენადაც არ უნდა მოსწონდეს მმართველი პარტია ამომრჩეველს, „ნაციონალურ მოძრაობას“ ხმების მოგროვება საიმისოდ, რომ თვითონ მოვიდეს ხელისუფლებაში, გაუჭირდება. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები უნდა გადასულიყვნენ წყნარ რეჟიმზე, უნდა შეეცვალათ სახე და ხალხს დაავიწყდებოდა ის 9 წელიწადი და მათზე ისაუბრებდნენ, როგორც ახალ პარტიაზე. 

რაღაც რაოდენობა ხალხს 24 რიცხვში ეკავათ სურათები, იძახდნენ „მიშა, მიშას“, მიშა ისედაც ვერ ერევა პოლიტიკაში, მაგრამ ეს ხალხი ისევ მას მიჰყვება და ეს პროცესი როგორ უნდა დარეგულირდეს? ამიტომ, დეპოლარიზაციის მოთხოვნა ცოტა არაადეკვატურია. გახსოვთ ალბათ, თავის დროზე ასეთი პოლარიზაცია იყო ზვიადის მომხრეებთან და დიდხანს ესენი მიტინგებს აწყობდნენ და ზვიადი უკვე გარდაცვლილი იყო, წასული იყო პოლიტიკიდან, მაგრამ პოლარიზაცია დარჩენილი იყო“, - აღნიშნავს რამაზ საყვარელიძე. 

პოლიტოლოგის თქმით, არ არსებობს კრიტერიუმები, რომლითაც დეოლიგარქიზაციის მოგვარება იქნება შესაძლებელი.

„არ გამოვრიცხავ, რომ ბიძინა ივანიშვილი რეალურად წასულია პოლიტიკიდან, მაგრამ არც იმას გამოვრიცხავ, რომ შეიძლება გარედან არაფერი გითხრან, მაგრამ შინაგანმა ცენზურამ შიგნიდან იმუშაოს რაღაც პრინციპმა, რომელსაც გაატარებთ. ასეთი შინაგანი ცენზურა შეიძლება გუნდში იყოს, იმას რას უშვრებით? არ მეგულება კრიტერიუმები, რომლითაც დეოლიგარქიზაციის მოგვარება გავლენის მხრივ იყოს შესაძლებელი, ნენსი რეიგანს რეიგანზე გავლენა არ ჰქონდა? ზოგი თვლის, რომ უფრო დიდი გავლენა ჰქონდა, ვიდრე ნებისმიერს. ცოლებსაც საერთოდ გავლენა აქვთ, რა უნდა ვუყოთ მათ გავლენას? დავუშვათ მოვისროლეთ ივანიშვილი, გადავასახლეთ აფრიკაში და ამით ჩავთვალეთ, რომ მოვაშორეთ ქართულ პოლიტიკას? ვერ დარეკავს აფრიკიდან? ტელეფონი არ არის?“ - დასძინა რამაზ საყვარელიძემ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „სასამართლო კარგი რომ გვქონდეს და მდიდრები ვიყოთ კანდიდატის სტატუსს კი არა, პირდაპირ ევროპას მოვითხოვდით“ - იაგო ხვიჩია

👉 „ეკლესიის გარეშე საქართველოში ვერავინ ვერაფერს გააკეთებს, დარჩებიან „სირცხვილიასავით​​“ - მეუფე იაკობი

👉 „ამ პოლიტიკურ პროცესში უპირველესი მოთამაშე არის ხალხი და ეს ჩვენ დავინახეთ რუსთაველზე“ - თაკო ჩარკვიანი

👉 „დეესკალაცია უნდა დაიწყონ პოლიტპატიმრებით“ - თაკო ჩარკვიანი

👉 „ჩემი რეკომენდაციაა, საქმეს მიხედეთ“ - კელი დეგნანი