მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოპოზიციის წარმომადგენლები უკვე იმდენი ხანია რიგგარეშე სესიაზე საუბრობენ, რომ უკვე მალე მორიგი სესია მოვა - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე

ოპოზიციის მოთხოვნას, რომ პარლამენტში ჩაინიშნოს რიგგარეშე სესია, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, მათ ეს მოთხოვნა უკვე იმდენი ხანია აქვთ, რომ მალე მორიგი სესია ჩატარდება.

„უკვე იმდენი ხანია, ამაზე საუბრობენ, რომ ახლა უკვე მალე მოვა მორიგი სესია. ასე რომ, მგონი, მორიგ სესიამდე ვერ შეთანხმდებიან საბოლოოდ ამ საკითხზე, მარტივი მიზეზის გამო, თვითონაც ხვდებიან, რომ დღის წესრიგი არ აქვთ სესიისთვის. რაზედაც ისინი საუბრობენ, ეს არის მხოლოდ რადიკალიზაციის სურვილი. გარდა ამისა, რაც შეეხება ხელმოწერებს, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ხედავთ, საჯაროდაც ჩანს, რომ ოპოზიციის ლამის ნახევარი საზღვარგარეთ არის.

რაღაც პროექტი ინიცირებულია და ეს განვიხილოთ, ეს არის არაინკლუზიური, პოლარიზაციის ხელშემწყობი მიდგომა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რაც არ უნდა რიგგარეშე სესიების მოწვევა იყოს, უმრავლესობის გარეშე ვერანაირ გადაწყვეტილებას და კანონს ვერ მიიღებს ოპოზიცია. ამიტომ, მათ სხვა ალტერნატივა, გარდა იმისა, რომ იყვნენ იმ სამუშაო პროცესის მონაწილე, რომელიც მიმდინარეობს ყოველდღიურად, არ აქვთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ოპოზიცია რიგგარეშე სხდომის დანიშვნის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს, რომელსაც სალომე ზურაბიშვილს გადაუგზავნის.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 ოპოზიცია რიგგარეშე სხდომის დანიშვნის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს, რომელსაც სალომე ზურაბიშვილს გადაუგზავნის