მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოპოზიციური პარტიები საპროტესტო მსვლელობას მართავენ

ოპოზიციის საპროტესტო მსვლელობა

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა, მხარდამჭერებთან ერთად, რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობისკენ საპროტესტო მსვლელობა დაიწყეს. 

აქცია, რომელიც, ოპოზიციის განცხადებით, მასშტაბური იქნება, რუსთაველის გამზირზე 15:00 საათზე დაიწყება.

ოპოზიციის მოთხოვნები უცვლელია: გამოიცვალოს საარჩევნო ადმინისტრაცია, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და ჩატარდეს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები.

„მოპარულ არჩევნებს სჭირდება დაბრუნება“, - აცხადებენ პარტიის ლიდერები.

👉ინფორმაციისთვის, მთელი ოპოზიციური სპექტრი 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ ცნობს და აცხადებს, რომ ის გაყალბებულია.

👉ყველა პარტიამ, რომელმაც 1%-იანი ბარიერი გადალახა, პარლამენტში შესვლასა და მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.