პოლიტიკა

ფარისევლური და მოღალატეობრივი ქმედება უნდა ვუწოდო ამას, როცა პარტიული ტელევიზიები ყოველდღიურად წვეთ-წვეთად აწვდიან მოსახლეობას ამ უინტერესო ცნობებს - ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
1631906859
დაკოპირებულია

„ფარისევლური და მოღალატეობრივი ქმედება უნდა ვუწოდო ამას, როცა პარტიული ტელევიზიები ყოველდღიურად პროპაგანდისტული მეთოდით, ეტაპობრივად, წვეთ-წვეთად აწვდიან მოსახლეობას ამ უინტერესო, გაუგებარ, შეთხზულ ცნობებს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მათ საზოგადოებას უნდა აუხსნან, რატომ ახდენენ ამ პროპაგანდას და ტირაჟირებას.

„პარტიული ტელევიზიები, „ტვ პირველი“ „მთავარი არხი“, „ფორმულა“, მე მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ ესენი არიან პარტიული ტელევიზიები. სააკაშვილის მიერ მართული. სხვებიც არიან ჩართულები, მაგალითად, მამუკა ხაზარაძე, რომელიც „ტვ პირველს“ აფინანსებს რაღაც გარკვეული დოზით, იქ ბატონი წერეთელი და სხვები, მაგრამ ეს რეალურად ფინანსდება სააკაშვილის და კეზერაშვილის მხრიდან. ამ ტელევიზიებში გამოდიან და თითქოს ძაბავენ ვითარებას, როგორ კადრულობს ამას მთავრობა, უსმენენ საპატრიარქოს წარმომადგენლებს და ა.შ. გამოხატავენ აღშფოთებას. ფარისევლური და მოღალატეობრივი ქმედება უნდა ვუწოდო ამას, როცა ყოველდღიურად პროპაგანდისტული მეთოდით, ეტაპობრივად, წვეთ-წვეთად აწვდიან მოსახლეობას ამ უინტერესო, გაუგებარ, შეთხზულ ცნობებს.

მაშინ გამოვიდნენ და გვითხრან, აგვიხსნან, ეს პარტიული ინტერესების გამტარებელი ტელევიზიები რატომ ახდენენ ამ პროპაგანდას და ტირაჟირებას. შეიძლება რაღაც გაჟონვა მოხდეს და ეს მთელი მასალები აიტვირთოს სადღაც საიტზე და გამოვიდნენ, ერთხელ თქვან, რომ ამ საიტზე შედით და გაეცანით. ეს ღალატია პირდაპირ ეკლესიის და სახელმწიფოს წინააღმდეგ - ყოველ დღე გამოდიან და მიზანმიმართულად აწვდიან ინფორმაციას საზოგადოებას. ავრცელებენ მათ შორის პირადი ცხოვრების ამსახველი შინაარსის ცნობებს, სხვადასხვა სპეკულაციები შემოაქვთ, რომ დააბნიონ საზოგადოება. რა დგას ამის უკან? რა უნდათ მათ რეალურად? მათ უნდათ ეკლესიის და საპატრიარქოს დისკრედიტაცია. ივლისში როცა იყო აქციები, გამოვიდნენ და დიდი ბანერი გაშალეს, აღარ გავიმეორებ იმ სიტყვას - საპატრიარქო ყარსო და დასაჭერია პატრიარქი და მეუფეები და ა.შ. ეს ხალხია სამწუხაროდ. რა ჰქვია ამას? ამას ჰქვია მტრობა ქვეყნის შიგნით. სამწუხაროდ, ეს არის ჩვენი გამოწვევა“, - განაცხადა პრემიერმა „რუსთავი-2“-ის ეთერში.

ქვეყნის მასშტაბით საწოლფონდის მობილიზება მოხდება

„ომიკრონი“ შესაძლოა, აცრილებშიც გავრცელდეს“ - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ „იმედის“ ეთერში კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ ისაუბრა. 
1638696096
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებულ სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, დაბა თიანეთში, ვაჟა-ფშაველას სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
1638700160
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამერიკული კომპანიების „Silk Road Wines” და „Emerald Vines Media” წარმომადგენლებს შეხვდა.
1638694516
6 დეკემბერს,  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სამგორის რაიონში, 17 შინდისელი გმირის ქუჩა N8-თან, წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს. 
1638688649
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 37 714 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 3 410 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 732 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.04%.   
1638688354
ლევან დავითაშვილი რეგიონული სამსახურებისა და მუნიციპალური ცენტრების ახალგაზრდა სტაჟიორებს შეხვდა

ლევან დავითაშვილი რეგიონული სამსახურებისა და მუნიციპალური ცენტრების ახ...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „ზრდა საქართველოში“ დირექტორ ქეთი ჭუმბურიძესთან ერთად, სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონული სამსახურებისა და მუნიციპალური ცენტრების ახალგაზრდა სტაჟიორებს შეხვდა.
„როგორ შეიძლება მოსამართლემ კანონიერი გადაწყვეტილება ინანოს“ - ბადრი კ...
„არა, როგორ შეიძლება მოსამართლემ ინანოს კანონიერი გადაწყვეტილება, არცერთ შემთხვევაში“, - ასე პასუხობს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი ტელეკომპანია „პირველის“ კითხვას, ნანობს თუ არა თავის გადაწყვეტილებას გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით.
კახა კალაძე: საახალწლო ბიუჯეტი, რასაკვირველია, დამოკიდებულია ღონისძიებ...
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საახალწლო ბიუჯეტი დედაქალაქში დაგეგმილი სადღესასწაულო ღონისძიების მასშტაბით განისაზღვრება.
ბრალდების მხარისთვის მოულოდნელი იყო მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვე...
კახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორი ვლადიმერ ბექიშვილი აცხადებს, რომ ბრალდების მხარისთვის მოულოდნელი იყო მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება განზრახ მკვლელობაში ბრალდებულების ზურაბ ზვიადაურის და ჯაბა ჯანგირაშვილის გირაოთი გათავისუფლებასთან დაკავშირებით.