მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რა ხდება ამ ეტაპზე გელათში? ისევ თუნუქით არის გადახურული? - ელისაშვილი თეა წულუკიანს

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი

„ისევ თუნუქით არის გადახურული გელათი, საფრთხის ქვეშ არის ფრესკები თუ ამ სირცხვილს თავი მოვაბით და დავძლიეთ?“, - ასე მიმართა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე  საქართველოს ვიცე-პრემიერს, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს თეა წულუკიანს. 

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი გელათში არსებული სიტუაციით დაინტერესდა, დეპუტატმა გელათში არსებულ სიტუაციას ქვეყნის სირცხვილი და უბედურება უწოდა. 

„გაოგნებული ვარ ქალბატონო თეა, ამხელა მოხსენების დროს ერთხელაც არ ახსენეთ გელათი, თითქოს  ყველაფერი კარგად არის.  ვითომ იქ ის უბედურება არ მომხდარა რაც მოხდა, როდესაც ერთის მხრივ უზარმაზარი ფული დაიხარჯა მათ შორის მსოფლიო ბანკის და კატასტროფული შედეგი მივიღეთ, ვერ გადახურეს წესიერად, ფრესკებიც დაზიანდა.

შედეგები რა გვაქვს? გამოძიება მიმდინარეობს, შეგიძლია გვითხრათ ვინმე დაისაჯა ენით აღუწერელი  მავნებლებისთვის, რაც ჩაიდინეს გელათში? შესრულდა თუ არა იუნესკოს რეკომენდაცია პირველ თებერვლამდე ყველაფერი მეტ-ნაკლებად აღდგეს.  შესრულდა თუ არა ეს და რა ხდება ამ ეტაპზე გელათში? ისევ თუნუქით არის გადახურული, საფრთხის ქვეშ არის ფრესკები თუ ამ სირცხვილს თავი მოვაბით და დავძლიეთ?“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. 

შეგახსენებთ, საქართველოს ვიცე-პრემიერს, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, თეა წულუკიანს „მინისტრის საათის“ ფორმატში საქართველოს პარლამენტში უსმენენ.