პოლიტიკა

რომ არ მოსულიყო ბიძინა ივანიშვილი, აქ გაფორმდებოდა გრძელვადიანი 20-30-წლიანი დიქტატურა, 1-ლი ოქტომბრის შემდეგ, საერთოდ შეიცვალა მედიაგარემო - ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
1631909536
დაკოპირებულია

„მე პირადად არასოდეს გავურბივარ არც ერთ კრიტიკულ კითხვას, რამდენიმე ათეული წუთით ვჩერდები მედიასთან და ყველა კითხვას, მათ შორის ამ პარტიული ტელევიზიების კითხვებს ვპასუხობ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე, ქვეყანაში ყველა მიმართულებით დაკანონებული იყო დიქტატურა, პირველი ოქტომბრის შემდეგ, მთლიანად შეიცვალა მედიაგარემოც

„ამის მიუხედავად, ხედავთ, როგორ იქცევიან, ღარიბაშვილი გაიქცა, არ გაჩერდა, არ გვპასუხობს. სასაცილოა. 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე, კარგად გახსოვთ, რა მდგომარეობა იყო ქვეყანაში არა მხოლოდ მედიის, არამედ ყველა მიმართულებით, სასამართლო, პროკურატურა. ყველა მიმართულებით დაკანონებული იყო დიქტატურა. რომ არ მოსულიყო ბიძინა ივანიშვილი, აქ გაფორმდებოდა გრძელვადიანი 20-30-წლიანი დიქტატურა. კაციშვილი ხმას ვერ გაიღებდა. ამ სულელი კაცის, უკაცრავად, ავადმყოფი, ფსიქიკურად დაავადებული სააკაშვილის მმართველობის ქვეშ ვიქნებოდით მრავალი ათეული წელი. პირველი ოქტომბრის შემდეგ, ვაღიაროთ, საერთოდ შეიცვალა მედიაგარემოც, ნებისმიერი კრიტიკა მოდის ჟურნალისტებისგან. თქვენ მკითხეთ, რატომ არ აჩერებთ ამ მასალის ტირაჟირებასო, როგორ შევაჩეროთ? ჩვენ დემოკრატიული სახელმწიფო ვართ.

სააკაშვილის დროს შევარდებოდნენ, სცემდნენ ჟურნალისტებს, სერვერებს დალეწავდნენ, დახურავდნენ და მეორე დღეს გადაიფორმებდნენ მათ რომელიმე ჯიბის ბიზნესმენზე. ეს არის განსხვავება. ჩვენს დროს 11 თუ 12 დღეში შესაძლებელია ახალი ტელევიზიის დაფუძნება. „მთავარი არხი“ - ორ კვირაში შექმნეს ტელევიზია და მუშაობს ჩვეულებრივ. „ტვ პირველი“ მათი ტელევიზიაა, „ფორმულა“, ყველა. ჩვენც ვართ ამ ქვეყნის ჩვეულებრივი მოქალაქეები, ჩვენც გვაქვს უფლება, გამოვთქვათ ჩვენი აზრი, მათ შორის კრიტიკული, პარტიული ტელევიზიების თუ ჟურნალისტების მიმართ. თუმცა, მე ჟურნალისტებს არ ვაკრიტიკებ, ვიცი, რომ ისინი ასრულებენ პოლიტიკურ დავალებებს, სხვათა შორის ამ პარტიულ ტელევიზიებში მომუშავე ჟურნალისტები ძალიან ნიჭიერები არიან, გოგონებიც და ბიჭებიც, ყველანი, მაგრამ გასაგებია, რომ ასრულებენ პოლიტიკურ დავალებებს.

ჩვენც გვაქვს უფლება, გავაკრიტიკოთ ესა თუ ის ტელევიზია, მაგრამ ვუყურებთ ქმედებას. ქმედება არის შემდეგი - დღეს რეალობა შეცვლილია, მედია აბსოლუტურად თავისუფალია. გადახედეთ ბოლო რეიტინგებს, თუნდაც ეკონომიკური თავისუფლების, მედიათავისუფლების კუთხით მოწინავე ქვეყნებში ვართ არა მხოლოდ რეგიონში, აღარ მაქვს საუბარი რეგიონის ქვეყნებზე და ევრაზიის მასშტაბით, ვსაუბრობ ევროკავშირის და მათ შორის ნატოს წევრ ქვეყნებზე, ბევრად ვუსწრებთ, მედიათავისუფლების მიმართულებითაც“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ის, რომ კრიტიკული დამოკიდებულება შეიძლება ჰქონდეს ამა თუ იმ პოლიტიკოსს, ეს ნორმალურია.

„მეორეს მხრივ ვაღიაროთ, რომ ჟურნალისტები ხშირად ძალიან პროვოკაციულად იქცევიან. ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა ქარელში. ნახეთ, როგორი სიბინძურე ჩაიდინეს სააკაშვილის მეთაურობით. მივიდნენ, გამოაქვეყნეს რაღაც მოგონილი მეტსახელები და ეპითეტები ჩვენი კანდიდატების. იმდენად უსუსურ მდგომარეობაში არიან, ხალხს ეჭიდებიან, სახელი მოუგონეს, დააბრალეს, მივიდნენ და კითხულობენ, სად არის ეს ადამიანი, აღარ გავიმეორებ. ეს კაცი ეუბნება, მიბრძანდით აქედან, არ გაგცემთ პასუხს. რაც მოხდა, ძალიან ცუდია, ძალადობა უნდა დამთავრდეს, მაგრამ მეორეს მხრივ, მოდით, შევთანხმდეთ, რომ ეს არ ვარგა ჩვენი ქვეყნისთვის. ხომ შეიძლება, გავიზარდოთ, ხომ არ შეიძლება, ერთ წრეზე ვიტრიალოთ 30 წელი და მუდმივად ამ რაღაც ქაოსში ვიყოთ. წარმოიდგინეთ, რომ მათი მხრიდან არ იყოს ეს ქაოსი და ძალადობა, ჩვენგან იქნებოდა აბსოლუტურად არაფერი, ნული. ჩვენ არ ვძალადობთ, ჩვენ ვართ ჰუმანური ხელისუფლება. როგორ შეიძლება, მე ძალადობისკენ მოვუწოდო. ვის უნახავს ჩემი ძალადობა. ვინ მეძახდა მე მკვლელს, გამოდიოდა „ტვ პირველის“ მფლობელი, რომელიც თავად არის მკვლელი, ყველამ იცის, რომ 3 კაცი ჰყავს მოკლული. მე რომ მეძახიან მკვლელს, ეს ნორმალურია? სააკაშვილის და კეზერაშვილის ტელევიზიებზეა საუბარი“, - განაცხადა პრემიერმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი

„სააკაშვილი გლდანის ციხეში გადაყვანის კადრების გასაჯაროებას ითხოვს“ -...

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ეკა ხერხეულიძემ რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა. 
24 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.0763 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიცდღეს მოქმედებდა, 3.0794 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთანმიმართებით 0.31 თეთრი შეადგინა.
1643029759
ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი აპირებს, რომ უკრაინას 1.2 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარების პაკეტი შესთავაზოს, - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. 
1643029419
გურჯაანში, კოლაგის ტყეში ბრმა ტყვიას კაცი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, სანადიროდ წასული ორი პირიდან ერთ-ერთმა თანასოფლელი შემთხვევით გასროლილი ტყვიით სასიკვდილოდ დაჭრა.
1643026412
საქართველოში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ელექტროენერგიის კომუნალურ სეგმენტში პრობლემების მინიმუმამდე დაყვანისთვის. კერძოდ, დაინერგა მრიცხველების წაკითხვის ერთიანი სისტემა, რითაც მოწესრიგდა მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვიანობა. როგორც ენერგეტიკოსები განმარტავენ, მრიცხველები, მთელი თბილისის მასშტაბით ყოველი თვის ბოლო 4 დღეში წაიკითხება. ახალი სისტემის ამოქმედება ნიშნავს, რომ აღარ ექნება ადგილი არასწორი საფეხურებრივი ტარიფით დარიცხვის შემთხვევებს, იმოქმედებს გადახდის სპეციალური, მორგებული ვადები პენსიონერებისა და სოციალურად დაუცველებისთვის. 
1643032164
გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხ...

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ელჩი მარეკ შჩიგელი ესტუმრა. თავდაცვის სამინისტროში ვიზიტის ფარგლებში მისიის ხელმძღვანელი საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს, ლელა ჩიქოვანს და თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს შეხვდა.
პრემიერ-მინისტრმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და პერსონ...
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის კანდიდატურების შესარჩევი საკონკურსო კომისიების პირველი სხდომა გახსნა, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
შალვა პაპუაშვილი: დღეს მთავარი ამოცანაა უკრაინაში ახალი ომის არდაშვება...
„მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო მოძმე უკრაინას საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტზე და ხალხის უსაფრთხოებაზე ზრუნვის საკითხში. აბსოლუტურად მიუღებელია ნებისმიერი ქვეყნის მხრიდან სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის თუ ტერიტორიული მთლიანობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
დიდმა ბრიტანეთმა უკრაინიდან საელჩოს თანამშრომელთა ნაწილი გაიყვანა
დიდმა ბრიტანეთმა უკრაინიდან საელჩოს თანამშრომელთა ნაწილი გაიყვანა, ეს გადაწყვეტილება რუსული სამხედრო აგრესიის საფრთხის მატების პარალელურად იყო მიღებული. ინფორმაციას BBC ავრცელებს.