პოლიტიკა

სააკაშვილის მმართველობა არ და ვერ დაბრუნდება ვერსად, არათუ ქვეყანაში, არამედ ვერცერთ მუნიციპალიტეტში, იმიტომ რომ ჩვენი ხალხი ბრძენია და ყოველთვის გააკეთებს სწორ არჩევანს - ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Pia.ge
1634813588
დაკოპირებულია

„ჩვენ დღეს ვიმყოფებოდით ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, შევხვდით ჩვენი პარტიის წარმომადგენლებს, შტაბთან გავმართეთ შეხვედრა, ძალიან ძლიერი განწყობაა, რა თქმა უნდა, ვემზადებით გამარჯვებისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ჩხოროწყუში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ჩხოროწყუში მეორე ტური დაინიშნა და მმართველი გუნდის ღირსეული კანდიდატი დავით გოგუა ღირსეულად გაიმარჯვებს.

„ჩვენ გვყავს უწესიერესი კაცი, რომელიც 8 წელი ემსახურა ჩხოროწყუს და ჩხოროწყუელებს და მჯერა, იგი გააგრძელებს ძალიან ღირსეულად თავისი მუნიციპალიტეტისა და მოსახლეობის ღირსეულად მსახურებას. მას უპირისპირდება ყველაზე კრიმინალური, მძიმე დანაშაულების ჩამდენი ორგანიზაციის წარმომადგენელი. მინდა, ჩვენს მოსახლეობას შევახსენო და განსაკუთრებით სამეგრელოში, კარგად გახსოვთ, რა ვითარებაში უწევდა ჩვენს მოსახლეობას ყოველდღიური ცხოვრება სააკაშვილის მმართველობის დროს.

მისი წარმომადგენლების, ახალაიების, ქარდავების, კოდუების თუ სხვა სადისტების მმართველობის პერიოდი ჩვენ კარგად გვახსოვს, ახსოვს ყველა მეგრელს, სამეგრელოს ყველა მკვიდრს. რა თქმა უნდა, სააკაშვილის მმართველობა არ დაბრუნდება და ვერ დაბრუნდება ვერსად, არათუ ქვეყანაში, არამედ ვერცერთ მუნიციპალიტეტში, იმიტომ რომ ჩვენი მოსახლეობა, ჩვენი ხალხი არის ბრძენი და ჩვენი ხალხი ყოველთვის გააკეთებს სწორ არჩევანს. ჩვენ ამ არჩევნებს ჩავატარებთ მაქსიმალურად გამჭვირვალედ, მშვიდ, კონკურენტულ ვითარებაში იმისთვის, რომ არც ერთი კითხვა არ დარჩეს არც ერთ დამკვირვებელს და არც ერთი კითხვა არ დაისვას ზოგადად. ეს არის ჩვენი მოტივაცია და ჩვენ ამ ყველაფერს ძალიან მაღალ დონეზე ჩავატარებთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი

„განცხადებები, რომ „ომიკრონი“ ფილტვებს არ აზიანებს, მტკნარი სიცრუეა“ -...

ალერგოლოგ იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ჯანდაცვის სისტემის პირველად რგოლზე, „ომიკრონით“ ინფიცირების სიმძიმესა და პანდემიის მართვაზე საუბრობს. 
1642516437
მიმდინარე წლის 21 იანვარს ჟენევაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვისა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ria.ru ავრცელებს. 
1642529170
იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნულ ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის თქმით, იანვრის ბოლოს და თებერვლის დასაწყისში საქართველოს პანდემიის ისტორიაში პიკი იქნება.
1642508109
„დაახლოებით 3-ჯერ მცირდება იმ ადამიანებში გადადების რისკები, ვინც არიან სრულფასოვნად ვაქცინირებულები“, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ეთერში ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა. 
1642506217
ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა „იმედის“ ეთერში, იმის შესახებ ისაუბრა თუ როდის უნდა მიიღოს კოვიდინფიცირებულმა ანტიბიოტიკი.
1642499801
დღიური

ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი, კიდევ ერთი „პანდემია“ და ღამის ბახმ...

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.
შალვა პაპუაშვილი რობერტა მეტსოლას ევროპარლამენტის პრეზიდენტად არჩევას...
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი რობერტა მეტსოლას ევროპარლამენტის პრეზიდენტად არჩევას „ტვიტერზე“ ეხმაურება. 
„გალერეა თბილისში“ განგაში იყო (ფოტო)
სავაჭრო ცენტრ „გალერეა თბილისში“ ცოტა ხნის წინ განგაში იყო, რის გამოც შენობიდან ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ Pia.ge-ს თვითმხილველმა ადგილიდან აცნობა.
5G თვითმფრინავებისთვის საშიშია - ამერიკული ავიაკომპანიები
აშშ-ის ავიაკომპანიების წარმომადგენლები 5G ინტერნეტის საფრთხეზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ამ სერვისის ამოქმედებამ შეიძლება რეისების სერიოზული შეფერხებები გამოიწვიოს. ამის შესახებ BBC იუწყება.