მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სააკაშვილს თავი ნესტორ მახნო ჰგონია, სათოფეზე არ შეიძლება მისი ხელისუფლებასთან გაკარება - ალეკო ელისაშვილი

პარტია მოქალაქის ლიდერი

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა  ალეკო ელისაშვილი „პალიტრანიუსის“ ეთერში, მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა აღნიშნა, რომ სათოფეზე არ შეიძლება მისი ხელისუფლებასთან გაკარება.

ალეკო ელისაშვილი სააკაშვილის ინიციატივას, რომ ყველა სოფელში მისი გათავისუფლების კომიტეტები შეიქმნას, სიგიჟეს უწოდებს. 

„სიგიჟეა, რაც თქვა სააკაშვილმა, მოგიწოდებთ ჩემს მხარდამჭერებს, ყველა სოფელში შექმენით ჩემი გათავისუფლების კომიტეტები. ეს როგორი აბსურდია იცით?! სოფლებში რომ კომიტეტები შექმნან, იმ კომიტეტებმა რა უნდა ქნან? - ფილები მოიმარჯვონ და შევარდნენ გორის ჰოსპიტალში? რატომ მოუწოდებ ასეთი სიგიჟისკენ?

ნესტორ მახნო იყო ცნობილი უკრაინელი ანარქისტი, გულიაი-პოლე ჰქონდა ასეთი სოფელი, თავისი მშობლიური, სადაც შექმნა სახელმწიფო. ამ გულიაი-პოლეში ნესტორ მახნო ჩადიოდა ზუსტად ასეთ რაღაცებს. იტყოდა, წამოდი, ახლა დავეცეთ იმ ქალაქს და დაეცემოდნენ. შევარდებოდნენ, გადაწვავდნენ ჟანდარმერიას. აღარ არის მახნოს დრო, მახნო ჰგონია თავისი თავი.

რა გვითხრა იცით სააკაშვილმა? სათოფეზე არ შეიძლება მისი ხელისუფლებასთან გაკარება, ეს გვითხრა გუშინ წინ სააკაშვილმა, რადგან რომ მოვა, უარესს ჩაიდენს, რასაც ჩადიოდა. გირგვლიანის საქმე არ არსებობსო გვითხრა და 7 ნოემბერს მე რა შუაში ვიყავიო, ვანო მერაბიშვილი წარმართავდაო. ეს ხელის შეწმენდაც ხომ ლაჩრების საქმეა. მანამდე თქვა, მეგის ქარდავა საერთოდ არ ვიცი ვინააო“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.