მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საგარეო უწყება ინფორმაციას ბელარუსის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების პროცედურების დაწყების შესახებ დეზინფორმაციას უწოდებს

საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს რუსულ ინტერნეტმედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ბელარუსის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარების პროცედურების დაწყების შესახებ და მას დეზინფორმაციას უწოდებს.

საგარეო უწყების ინფორმაციით, ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ჰქონდა კომუნიკაცია ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რა დროსაც ბელარუსის მხარემ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუე უწოდა და უარყო ბელარუსის ხელისუფლების მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარების საკითხის განხილვა.

შეგახსენებთ, რუსულ ინტერნეტმედიაში გავრცელდა ინფორმაცია თითქოს ბელარუსის ხელისუფლება უახლოეს მომავალში გეგმავს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას და შესაბამისი კანონპროექტი განსახილველად ბელარუსის პარლამენტშია შეტანილი.