მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სუსი რეკავს და ჩვენი პარტიული სიის წევრებს აშინებს“ - ზურაბ ჯაფარიძე

ზურაბ ჯაფარიძე - გირჩის ლიდერი

პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, სუსი მათი პარტიული სიის წევრებს ემუქრება.

„ვინც ჩვენ გვყავს სიაში, სუსი მთელი დღეა რეკავს და აშინებს მათ, რომ აღარ იყვნენ სიაში, რადგან თითოეულ პარტიას სჭირდება ჰქონდეს სია ოლქებში, წინააღმდეგ შემთხვევაში ოპოზიციის ხმები დაიკარგება და ახლა ამით არის დაკავებული სუსი. მსგავსი რამ ჯერ არ გაუკეთებიათ, ყოველ შემთხვევაში, ჩვენთან მიმართებით და ამაზეც ეტყობა როგორი გამწარებული არიან. ადამიანები გვირეკავენ და გვეუბნებიან, რომ არ გვინდა პრობლემები შეგვექმნას და გთხოვთ ამოგვიღეთ სიიდან“, - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ სატელევიზიო ეთერში ჩართვისას.

მისი აზრით, მმართველი პარტია არჩევნებზე 40%-საც ვერ აიღებს და 2020 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები აუცილებლად დაინიშნება..