მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თავის ტკივილები აქვს, ძილის პრობლემა, ტრემორი, ხელ-ფეხის დაბუჟება, ოღონდ უფრო მძიმე ფორმით ვიდრე აქამდე იყო“ - გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის დედა

ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია და ნორმალური გამოკვლევა სჭირდება.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი „ვივამედის“ ექიმმა მოინახულა, თუმცა ექიმის დასკვნას არ გასცნობია.

„მეც არ მინახავს ის დოკუმენტი, რომელიც „ვივამედის“ ექიმმა შეადგინა. კმაყოფილი დარჩა იმ ექიმის გასინჯვით, უთხრა თავისი აზრი. შესაბამისი გამოკვლევა არ ჩატარებია, მგონი ფიქრობენ ახლა იმაზე, როგორ უნდა მოხერხდეს ეს ტექნიკურად, ეს აუცილებლად გასაკეთებელია. მერე, რაც მთავარია, ექიმები უნდა შევიდნენ.

თვითონ მხნედ არის, ოპტიმისტურად არის და მიაჩნია, რომ მისი აქ ყოფნა დროებითია, ისევე როგორც მე. ჯანმრთელობის მდგომარეობა ასეთია, რომ ის სიმპტომები, რაც ადრე ჰქონდა, ისევ აქვს, ოღონდ უფრო გაუარესებული. თავის ტკივილები აქვს, ძილის პრობლემა, ტრემორი, ხელ-ფეხის დაბუჟება, ოღონდ უფრო მძიმე ფორმით ვიდრე აქამდე იყო“, - განაცხადა გიული ალასანიამ. 

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი გასული წლის პირველ ოქტომბერს დააკავეს. იგი ამჟამად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „თუ საგამოძიებო კომისია შეიქმნება, დადგინდება, რომ სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობას ადგილი არ ჰქონია“ - ირაკლი კობახიძე

👉 „თუ დავინახეთ, რომ ინსპექტორის სამსახურის ჩანაცვლება შესაძლებელია საგამოძიებო კომისიით, პარლამენტში შევალთ“ - დეკანოიძე

👉 „სააკაშვილი ძალოვნების, პროკურორებისა და მოსამართლეებისა „შავი სიის“ შექმნას ითხოვს“ - რომან გოცირიძე