მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თეონა აქუბარდია: ხელისუფლება უპირისპირდება არა მხოლოდ განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებს, არამედ უპირისპირდება კრიტიკულ მედიას

უფრაქციო პარლამენტის წევრი თეონა აქუბარდია

„5-6 ივლისის მოვლენებიდან მოყოლებული, ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება უპირისპირდება არა მხოლოდ განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებს, არამედ უპირისპირდება კრიტიკულ მედიას და ის ფაქტი, რომ 5-6 ივლისის მოვლენები სრულფასოვნად არ არის გამოძიებული და ის განსაკუთრებული ძალადობა, რაც ჩვენ ვნახეთ კრიტიკული მედიის წინააღმდეგ, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ რეალურად ეს არის სახელისუფლებო დაკვეთა“,- ამის შესახებ უფრაქციო პარლამენტის წევრმა თეონა აქუბარდიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

თეონა აქუბარდია გამოეხმაურა გუშინ, სასამართლოს წინ მიმდინარე მოვლენებს და მიმართა პროკურატურას, დროულად დაიწყოს გამოძიება ჟურნალისტების საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებთან დაკავშირებით.

„სამწუხაროდ ჩვენ ვხედავთ, რომ რეალურად ეს არის ტენდენცია ხელისუფლების და განსაკუთრებით პოლიციის მხრიდან, რომ კრიტიკული მედიის მუშაობაში მოხდეს ხელის შეშლა და ამასთან მიმართებაში, რომ საკითხი არა მხოლოდ პრობლემად წარმოჩნდეს, არამედ მიმართებები შეიცვალოს პოლიციის მუშაობისა, იმიტომ, რომ ჩვენ, სამწუხაროდ ვიმყოფებით ისეთ კრიზისულ ეტაპზე პრობლემებისა, როდესაც კრიტიკული მედია ყოველდღიურად აშუქებს ამ კრიზისულ ვითარებებს და ვფიქრობ, რომ აუცილებელია ერთის მხრივ, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტები იყოს გამოძიებული და მეორეს მხრივ იყოს შესაბამისი პრევენციული რეაგირება, რომ ასეთი ფაქტები არ მოხდეს. მივმართავ პროკურატურას, დროულად დაიწყოს გუშინდელი ფაქტის გამოძიება, რომელსაც ადგილი ჰქონდა სასამართლოს წინ“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.