მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უბინძურეს პროვოკაციას ჰქონდა ადგილი წერეთლის მხრიდან - ანრი ოხანაშვილი

პოლიტიკოსი ანრი ოხანაშვილი, „ტვ პირველის“ დამფძნებელი ვატო წერეთელი

„უბინძურეს პროვოკაციას ჰქონდა ადგილი, უბინძურესს, წერეთლის მხრიდან. მიღებაზე ყოფნის დროს მოვიდა, მთხოვა, ორი სიტყვით რაღაცის თქმა სურდა, უბინძურესი პროვოკაცია მოაწყო... ხომ წარმოგიდგენიათ, რაზეა საუბარი?! სწრაფი ნაბიჯით გაიქცა. მინდოდა მეკითხა, რატომ იკადრა ასეთი რაღაც, რაზეც გააგრძელა პროვოკაცია, შემდგომ, რა თქმა უნდა, პასუხი გავეცი და მიიღო ის პასუხი, რომელსაც ის იმსახურებდა“, - ასე ეხმაურება დეპუტატი ანრი ოხანაშვილი ამერიკის საელჩოსთან მომხდარ ინციდენტს, რომლის თანახმად ანდრი ოხანაშვილი „ტვ პირველის“ დამფუძნებელს ვატო წერეთელს ფიზიკურად გაუსწორდა.

მისი თქმით, ტვ „პირველის“ მფლობელმა ის გვერდზე გაიყვანა და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა.

„საუბარია უბინძურეს პროვოკაციაზე, რომელსაც ვერცერთი ქართველი ვერ აიტანს და ამას მოჰყვა მცირე შეხლა-შემოხლა, ეს იყო და ეს. კამერები, წესით, უნდა იყოს ყველგან და იმედი მაქვს, რომ აბსოლუტურად ყველაფერი ასახულია კამერაზე,“  - ამბობს ანრი ოხანაშვილი.

ცნობისთვის, „ტვ პირველის“ დამფუძნებლის ვატო წერეთლის თქმით, მას „ქართული ოცნების“ დეპუტატები თავს დაესხნენ და ჭიქა ესროლეს.

წერეთლის თქმით, ინციდენტი ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე მოხდა, რა დროსაც საელჩოში ღონისძიება მიმდინარეობდა.

„ოხანაშვილი დაიძრა ჩემკენ, მოჰყვა ოდიშარია, ზარქუა, მგალობლიშვილი. მომიჭირა ყელზე, დამიწყო გარჩევები. რაღაცებს მიყვიროდა, მერე ხელი მომიქნია სახეში. სანამ აზრზე მოვედი, მეორემ გამწია და მეორემ მომიქნია ხელი. სახეში მომხვდა ორივე. ისე უცებ მოხდა, ერთი ხელი, მეორე და მერე ჭიქა მესროლა... წარმოუდგენელია, დავიბენი“, - ამბობს ვატო წერეთელი.

აღნიშნულ ინციდენტზე ვატო წერეთელი აშშ-ის ელჩისგან კელი დეგნანისგან კადრების გასაჯაროებას ითხოვს.