მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვინ არის ჯანდაცვის ახალი მინისტრი, რომელიც ეკატერინე ტიკარაძეს ჩაანაცვლებს

პოლიტიკოსი ზურაბ აზარაშვილი

საქართველოს ჯანდაცვის ახალი მინისტრი ზურაბ აზარაშვილი იქნება. ეკატერინე ტიკარაძის შემცვლელი პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე დაასახელა. 

აზარაშვილი მანამდე ტერაბანკში, „კორ-სტანდარტ ბანკსა“ და „ქართუ ბანკში“ სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. ამ დრომდე იგი თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

მისი ბიოგრაფია ასე გამოიყურება: 

განათლება:

🔴 09/1995 – 07/1999 ESM ბიზნეს სკოლა ბაკალავრი - ბიზნეს ადმინისტრირება

🔴 09/2007 – 07/2009  ESM ბიზნეს სკოლა მაგისტრი - ბიზნეს ადმინისტრირება

სამუშაო გამოცდილება:

🔴 01/2000 – 06/2000  სს თიბისი ბანკი საკრედიტო სესხების ექსპერტი

🔴 06/2000 – 10/2000  სს თიბისი ბანკი ბუღალტერი

🔴 10/2000 - 11/2001  სს თიბისი ბანკის  საკრედიტო მენეჯერი

🔴 02/2002 – 08/2003 სს ქართუ ბანკი საკორესპონდენტო ანგარიშების და დოკუმენტური ოპერაციების სპეციალისტი

🔴 08/2003 - 01/2005  სს ქართუ ბანკი პლასტიკური ბარათების პროცესინგის და მომსახურების უფროსი სპეციალისტი

🔴 01/2005 – 06/2008 სს ქართუ ბანკი პლასტიკური ბარათების პროცესინგის და მომსახურების განყოფილების უფროსი

🔴 06/2008 – 06/2012 სს კორ სტანდარტ ბანკი საბარათე ოპერაციების განყოფილების უფროსი

🔴 04/2013 – 08/2014 სს კორ სტანდარტ ბანკი ოპერაციების დირექტორი

🔴 08/2014 – 03/2020  სს ტერაბანკი კომერციული დირექტორი

🔴 04/2020 – 02/2021 სს თბილავიამშენი - გენერალური დირექტორი.

🔴 03/2020 - 02/2021  საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“-ს გენერალური დირექტორი

🔴 02/2021 - დღემდე - საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე

ამავე თემაზე: 

🔴 ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას ზურაბ აზარაშვილი დაიკავებს

🔴 „ოფიციალური ორგანოს მიერ ჩემი წამების დადასტურება ჩემს უპირობო გათავისუფლებას გამოიწვევს“ - მიხეილ სააკაშვილი

🔴 ზურაბ აზარაშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ პრემიერის და მთავრობის გუნდის მხარდაჭერით ჩვენ შევძლებთ მოკლევადიან პერიოდში ხელშესახებ და მნიშვნელოვან წარმატების მიღწევას