პოლიტიკა

ზურაბ აბაშიძე ოპოზიციას: მოიქეცით წესიერად, ხალხი სექტას რომ გიწოდებთ, გამოდით ამ მდგომარეობიდან

თბილისის საკრებულოს დეპუტატი
1638897282
დაკოპირებულია

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, რომელზეც დედაქალაქის მთავრობის შემადგენლობა უნდა დაამტკიცონ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ზურაბ აბაშიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს მიმართა და განაცხადა, რომ კახა კალაძის შეურაცხყოფით ისინი იმ ასიათასობით ამომრჩეველს შეურაცხყოფენ, ვინ სწორედ თბილისის მოქმედ მერს დაუჭირა მხარი. 

მისივე თქმით, სამწუხაროდ დღევანდელ სხდომაზე ვერ შედგა ის ფორმატი, რომელსაც ელოდა და იმსახურებდა ამომრჩეველი, რადგან ოპონენტების მხრიდან საქმიანი პოლემიკის ნაცვლად, შეურაცხმყოფელი ფრაზები ისმის.

„აქ ჩვენ ვისმენთ შეურაცხყოფებს. თუ ვინმე ფიქრობს, რომ მიაყენებს შეურაცხყოფას კახა კალაძეს და ამით რამეს მოიგებს, გავა აქედან წელგამართული, ძალიან ცდება. ამით თქვენ შეურაცხყოფთ, ასიათასობით ადამიანს, რომელიც მივიდა არჩევნებზე, გამოხატა თავისი ნება და კახა კალაძეს დაუჭირა მხარი. ამ ხალხს აყენებთ შეურაცხყოფას და მერე ნუ გიკვირთ, რომ ხალხი არ გიჭერთ მხარს“,- აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ სააკაშვილის საკითხსაც შეეხო, რომლის შესახებაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა კალაძეს შეკითხვები დაუსვეს. ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, რომ სააკაშვილი უკანონოდ შემოვიდა საქართველოში და სასჯელს ჩადენილი დანაშაულისთვის იხდის.

„თქვენ სააკაშვილი ახსენეთ არაერთხელ. გასაგებია, რომ კახა კალაძეს მიმართავთ, რადგან მმართველი პარტიის გენერალური მდივანია. დავანებოთ თავი იმას, დანაშაული ჩაიდინა თუ არა, რისთვისაც გასამართლებულია. ქვეყანაში როგორ შემოვიდა ხომ ვერ მეტყვით, კანონის დარღვევით შემოვიდა თუ არა. უკანონოდ გადაკვეთა თუ არა საზღვარი, დანაშაული ჩაიდინა? შემოვიდა კრიმინალურად, შემოიპარა და არის ციხეში დღეს. მარტო ამისთვის არ უნდა გასამართლდეს? ორი ქვეყნის საზღვარი გადაკვეთა უკანონოდ. ტკბილი მოგონებებისთვის რომ არ ჩამოსულა, ეს კარგად ვიცით.  არის იქ სადაც არის და დაელოდეთ, დამშვიდდით. ჩვენ უფრო მეტად ვზრუნავთ მის ჯანმრთელობაზე, ვიდრე თქვენ ყველა ერთად აღებული“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

მისივე თქმით, მოქალაქეებმა  საკრებულოს წევრები აირჩიეს, რომ ქალაქის პრობლემები მოაგვარონ და იმუშაონ. ზურაბ აბაშიძემ გაიხსენა, რომ ის 2010 წელსაც იყო საკრებულოს წევრი ოპოზიციიდან. მისი თქმით, არასოდეს მიუყენებია შეურაცხყოფა მაშინდელი მერისთვის.

„მე 2010 წელსაც ვიყავი საკრებულოს წევრი და ვიყავი ოპოზიციაში. მაშინ უგულავა იყო ქალაქის მერი და ჩემი თავისთვის არ მიმიცია არასდროს იმის უფლება, რომ შეურაცხყოფა მიმეყენებინოს ან მერისთვის, ან საკრებულოს ნებისმიერი წევრისთვის. ვიყავი ოპონენტი, ვაკრიტიკებდი და ვმუშაობდი. კეთილი ინებეთ, თქვენი მანდატი მოირგეთ, ვითანამშრომლოთ, სადაც მოვახერხებთ. ზიზღის ენა დაივიწყეთ. პასუხი იქნება ადეკვატური. მოგვაყენებთ შეურაცხყოფას, პასუხს მიიღებთ. მოიქეცით წესიერად, ხალხი სექტას რომ გიწოდებთ, გამოდით ამ მდგომარეობიდან, იმუშავეთ, იზრუნეთ დედაქალაქის პრობლემებზე და ვიმუშაოთ.

მოვედით აქ, რომ მოგვესმინა ქალაქის მერისთვის და დაიწყეთ შეურაცხყოფა. რა კორუფციაზე ლაპარაკობთ? ასიათასობით ადამიანმა კორუმპირებულ მერს დაუჭირა მხარი? კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, პატივი ეცით ხალხს“, - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

მისივე თქმით, საკრებულოს უმრავლესობა ოპონირებისთვის მზად არის, თუ ოპოზიციის მხრიდან კონკრეტული წინადადებები იქნება.

კლინიკა „ნეოლაბის“ დირექტორი

რომელი სეგმენტია ყველაზე კარგად დაცული კორონავირუსისგან? - ბუწაშვილის...

კლინიკა „ნეოლაბის“ დირექტორმა, ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში, კორონავირუსის ახალი ვარიანტის „ომიკრონის“ შესახებ ისაუბრა. 
1642952822
„გაზაფხულზე კიდევ ერთი ახალი შტამი გამოჩნდება“, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა დევი ტაბიძემ განაცხადა. 
1642950240
„სტაციონარული მომსახურება ბავშვებში 2-ჯერ გაიზარდა“, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
1642947563
„ბოროტი პოლიტიკოსები ანადგურებენ იმ ადამიანებს, ვინც ინარჩუნებს ქვეყნის დამოუკიდებლობას“, - ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. 
1642946133
ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში, ახალი კვლევის შესახებ წერს, რომელიც ყატარში ჩატარდა. 
1642940221
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი

რუსეთის აგრესია დასრულდება მაშინ, როდესაც დასავლეთი მოსკოვს მკაფიო სიგ...

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ  დააფიქსირა თავისი მოსაზრება, იმის შესახებ თუ როდის დასრულდება რუსეთის აგრესია. 
გურჯაანში ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
გურჯაანში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 
„იაფფასიან სპეკულაციებს თავი დაანებეთ, სახელმწიფო სერიოზულ თანხებს ხარ...
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გელა ხანიშვილი, „მთავარი არხის“ ეთერში ვაშლის ბაღების გაჩეხასთან დაკავშირებით გასულ სიუჟეტს ეხმაურება, რომლის თანახმად ადგილობრივებმა ვაშლის ბაღების გაჩეხა დაიწყეს.
1642944051
ციციშვილის კლინიკაში 3 ინფიცირებული ბავშვის მდგომარეობა მძიმეა
„ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში არცერთი თავისუფალი ადგილი არ არის“, - ამის შესახებ ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ განაცხადა.