მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა, ორგანიზაცია „ერთი კავკასიის“ წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

სამუშაო შეხვედრა მარნეულის მერიაში

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა, ორგანიზაცია „ერთი კავკასიის“ წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე საერთაშორისო ფესტივალ ONE CAUCASUS-ის წინამოსამზადებელ სამუშაოებზე ისაუბრეს და სამომავლო გეგმები განიხილეს.

აღსანიშნავია, რომ ყოველწლიური საერთაშორისო ფესტივალი ONE CAUCASUS, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერაქვში, 25-28 აგვისტოს გაიმართება. მულტიკულტურული ფესტივალი უკრაინას მიეძღვნება და სხვადასხვა ქვეყნიდან, მაყურებლის წინაშე 20-მდე მუსიკალური ბენდი და შემსრულებელი წარდგება.

„საერთაშორისო ფესტივალი ONE CAUCASUS მნიშვნელოვანია ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის როგორც კულტურული, ისე ტურისტული და ეკონომიკური მიმართულებით. ამ ფესტივალს უკვე ტრადიციული სახე აქვს და მუნიციპალიტეტის მოსახლეობა განსაკუთრებით ელოდება. ეს არის ერთ-ერთი პლატფორმა სადაც ჩვენი მუნიციპალიტეტის მულტიკულტურა თვალსაჩინოდ არის წარმოჩენილი, მარნეულის მერია ყოველთვის მხარს უჭერს არსებულ ფესტივალს,“ - მარნეულის მერი კენან ომაროვი.

სამუშაო შეხვედრას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე როინ დეკანოიძე და მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.