მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მარნეულში ვაქცინაციის მარათონი დაიწყო

მარნეულში ვაქცინაციის მარათონი დაიწყო

მარნეულში 20 ოქტომბრიდან ვაქცინაციის მარათონი დაიწყო. სოფელ წერეთელსა და თამარისში გაიხსნა 2 ამცრელი პუნქტი, რომელიც ადგილობრივებს კორონავირუსის პრევენციის მიზნით მოემსახურება. ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მარნეულის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს წინასწარი ჩაწერის გარეშე, გაიკეთოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა. იმუნიზაცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით „სინოფარმი“, „სინოვაკი“ და „ფაიზერით“ მიმდინარეობს.

ვაქცინაციის მარათონში მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რიჩარდ გიგანი და მარნეულის მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი ნინო დეკანოიძე ჩაერთვნენ, რომლებმაც სოფელ წერეთლისა და სოფელ თამარისის ამბულატორიებში ვაქცინა გაიკეთეს.