მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როლანდ ბერიძემ დღეს შპს „ქედის კომუნალურსერვისის“ თანამშრომლებს ახალი უფროსი -  სილოვან ბერიძე წარუდგინა

ქედის მერი როლანდ ბერიძე

ქედის მერმა, როლანდ ბერიძემ დღეს შპს „ქედის კომუნალურსერვისის“ თანამშრომლებს ახალი უფროსი - სილოვან ბერიძე წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. 

მათივე ცნობით, სილოვან ბერიძე წინა მოწვევის საკრებულოში, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიას თავმჯდომარეობდა.

„მერმა ყოფილ უფროსს - ლევან ბერიძეს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა, ხოლო ახალ უფროსს კი, წარმატებები უსურვა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.