მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატი აირჩიეს

წალენჯიხის საკრებულო

წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატი კორნელი სალია გახდა.

კენჭისყრის პროცედურაში საკრებულოს 27 წევრიდან 15-მა დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა. 

„ქართული ოცნების“ დეპუტატებმა კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვეს. კორნელი სალიას 15-დან 14-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. 

წალენჯიხის მერის გია ხარჩილავას განცხადებით, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პასუხისმგებლობა გამოიჩინეს და როგორც იქნა რეალური საქმის კეთება, კერძოდ, საკრებულოს ფორმირება დაიწყეს. 

„წალენჯიხის მოსახლეობის არჩევანი შევიდა წალენჯიხის საკრებულოში. ეს პასუხისმგებლობა აღმოაჩნდათ პარტია „საქართველოსთვის“ წალენჯიხის საკრებულოს წევრებს, ამ პასუხისმგებლობით იყო გამსჭვალული პარტია „ლელოც“ და ეს პასუხისმგებლობა იყო ჩვენი - „ნაციონალური მოძრაობის“ მამოძრავებელი ძალა, როგორც წინასაარჩევნოდ და ამ დრომდე გამართულ სხდომებზეც. გამოჩნდა, ვის სჭირდებოდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის განვითარება და ვინ ქმნიდა ხელოვნურ კრიზისს თანამდებობების მოპოვების გულისთვის“, - აღნიშნა გია ხარჩილავამ.