მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბესიკ თამლიანს ბრალი წარუდგინეს

2019 წლის 20 ივნისი საქმეზე დაკავებული

„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერს ბესიკ თამლიანს ბრალი წარედგინა. 

თამლიანს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით გათვალსწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით,  ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე. 

თამლიანის ადვოკატის თეონა ქურიძის თქმით, თამლიანი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.

„ჩვენ გავაჩნია ვიდეოკადრები, სადაც თვალნათლივ ჩანს, რომ მას არანაირი მუქარა, ზეწოლა არ განუხორციელებია პოლიციელების მიმართ“, - აცხადებს ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო აქტივისტი ბესიკ თამლიანი   29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დააკავეს.