მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მარნეულში გაუჩინარებული 15 წლის გოგო, რომელსაც იძულებით ათხოვებდნენ, იპოვეს

საქართველოს პოლიციის ფორმა

მარნეულში გაუჩინარებული 15 წლის გოგო, რომელსაც იძულებით ათხოვებდნენ, პოლიციამ იპოვა. 

უწყების ცნობით, 15 წლის მოზარდი უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანილი. 

შს სამინისტროს ცნობით, ცხელ კვალზე დაკავებულია ერთი პირი და გამოძიება მიმდინარეობს 150-ე პრიმა (ქორწინების იძულება. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.) და 126-ე პრიმა( ოჯახში ძალადობა. ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.) მუხლებით. 

არსებული ინფორმაციით, მოზარდი, 3 დღის წინ დანიშნეს და მას იძულებით ათხოვებდნენ.