მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პოლონეთში, კატალიზატორის ქურდობისთვის, 31 წლის ქართველი დააკავეს

პოლონეთში კატალიზატორის ქურდობისთვის 31 წლის ქართველი დააკავეს

პოლონეთში კატალიზატორის ქურდობისთვის 31 წლის ქართველი დააკავეს. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს

მედიის ცნობით,  31 წლის ბრალდებულს ბრალი უკვე წაუყენეს და წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

როგორც მედია წერს, ქურდობის ფაქტი ლუბლინის რამდენიმე რაიონში აპრილში მოხდა, ავტოსადგომზე გაჩერებული მანქანებიდან კატალიზატორები მოიპარეს. 

„სულ დაიკარგა 5 კატალიზატორი და ადგილი ჰქონდა ქურდობის 2 მცდელობას. ზარალი შეადგენს 20000 PLN-ზე მეტს“,- აცხადებს ლუბლინის პოლიციის შტაბის სპიკერი კამილ გოლენბიოვსკი.