სამართალი

პროკურატურა: სრულიად მოულოდნელად, მოსამართლემ ზურაბ ზვიადაურისა და ჯაბა ჯანგირაშვილის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა შეცვალა გირაოთი

პროკურატურა
1638208088
დაკოპირებულია

„2021 წლის 29 ნოემბერს, თელავის რაიონულ სასამართლოში,  ზურაბ ზვიადაურისა და ჯაბა ჯანგირაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, ჩატარდა წინასასამართლო სხდომა, რა დროსაც მოსამართლე მამუკა წიკლაურმა განიხილა ზურაბ ზვიადაურისა და ჯაბა ჯანგირაშვილის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის ძალაში დატოვების აუცილებლობის საკითხი. სრულიად მოულოდნელად, მოსამართლემ ზურაბ ზვიადაურისა და ჯაბა ჯანგირაშვილის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა შეცვალა გირაოთი“, - აღნიშნულ განცხადებას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურისთვის გაუგებარია თუ რას დაეფუძნა და რა გარემოებებით იხელმძღვანელა თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მამუკა წიკლაურმა. ბრალდების მხარე, სასამართლო პროცესზე სრულიად დასაბუთებულად ითხოვდა.

„აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ძალაში დატოვებას  და აპელირებდა რეალურ საფრთხეებზე, რაც თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში დაკავშირებულია ბრალდებულთა მიერ შესაძლო ახალი დანაშაულის ჩადენასთან და მოწმეებზე ზემოქმედებასთან. მიუხედავად ამისა, მოსამართლის მიერ ზემოხსენებული გარემოებები არ იქნა მხედველობაში მიღებული, რის გამოც  განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 50 000 ლარიანი გირაოთი, ხოლო  მეორე ბრალდებულს (ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია) 5 000 ლარიანი გირაოთი შეუცვალა. აღსანიშნავია, რომ წინასასამართლო სხდომაზე მიღებული  გადაწყვეტილება არ საჩივრდება  და ამიტომ, მოკლებული ვართ შესაძლებლობას აღნიშნული გადაწყვეტილება გავასაჩივროთ ზემდგომ ინსტანციაში. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ მოსამართლის აღნიშნული გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი და მის მიერ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება არ ემსახურება აღკვეთის ღონისძიების მიზნების შესრულებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ბრალდებულებიდან ერთ-ერთს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) აქვს წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო მეორეს 238-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა, რითაც შეიქმნა პირობა მისი სხვა პირის მიერ გამოყენებისათვის, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია), რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უკრაინა - რუსეთი

უკრაინაში რუსეთის შეჭრის 4 შესაძლო სცენარი - depo.ua

გამოცემა depo.ua უკრაინელი ჟურნალისტის რუსლან რუდომსკის სტატიას აქვეყნებს, რომელიც უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის 4 შესაძლო სცენარზე წერს. 
„ომიკრონი“ ბევრ ადამიანს დაემართება და იმუნურ ფენას ქვეყანაში შექმნის, რაც მძაფრ ტალღებს თავიდან აგვარიდებს“, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა. 
1643214502
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წაშლილ კადრებს და პოლიციელის მხრიდან მოზარდზე ძალადობას „ფეისბუკ“ გვერდზე ეხმაურება.  სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებით, გორის ჰოსპიტალში სააკაშვილის საწოლის თავზე დამონტაჟებული კამერის კადრები წაშლილია.
1643197092
ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეო მასალას და იხსენებს რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ გავრცელებულ სკანდალურ დოკუმენტს, რომლითაც, მისი თქმით, დასტურდება, რომ მიხეილ სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ უღალატა საკუთარ ქვეყანას და საქართველოს სამხედრო ძალები ომის დაწყებაში დაადანაშაულა, რაც მაშინდელმა ხელისუფლებამ დაადასტურა რეზოლუციაზე ხელის მოწერით, რომელშიც წერია, რომ „2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით, ესკალაცია ახალ, კერძოდ ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა. მძიმე არტილერიისა და კასეტური ბომბების გამოყენება, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო მოსახლეობას, წარმოადგენდა სამხედრო ძალის არაპროპორციულ გამოყენებას საქართველოს მხრიდან. რეზოლუციის მე-6 პუნქტში რუსეთის ქმედება საპასუხო შეტევად იქნა მოხსენიებული“.
1643217118
ხვალ, 27 იანვარს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ვაკის რაიონში, თამარაშვილის ქუჩა N13-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
1643215386
ფინანსთა მინისტრი

ლაშა ხუციშვილი: საბაჟო მონაცემთა საინფორმაციო სისტემის სრული მოდერნიზა...

საბაჟო მონაცემთა საინფორმაციო სისტემის სრული მოდერნიზაცია შემოსავლების სამსახურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
ნიკოლოზ სამხარაძე: მივიღეთ მკაფიო გზავნილი, რომ ნატოს ღია კარის პოლიტი...
საქართველოს პარლამენტის ახალარჩეული თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი  პირველი ოფიციალური სამუშაო ვიზიტის ფარგლებში,  ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში შეხვედრებს მართავს. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. 
ზურაბ ქადაგიძე: ოპოზიციის მხრიდან იმაზე აპელირება, რომ ესა თუ ის ფრაზა...
ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება ოპოზიციის უარს „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ რეზოლუციაზე. 
სამხრეთ კორეაში კორონავირუსით ყოველდღიურად ინფიცირების მაჩვენებლის რეკ...
სამხრეთ კორეაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 13 000-ს გადააჭარბა, რაც გამოწვეულია „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელებით, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.