მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„როგორ შეიძლება მოსამართლემ კანონიერი გადაწყვეტილება ინანოს“ - ბადრი კოჭლამაზაშვილი  გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე ფიგურანტების ციხიდან გამოშვებაზე (ვიდეო)

საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი

„არა, როგორ შეიძლება მოსამართლემ ინანოს კანონიერი გადაწყვეტილება, არცერთ შემთხვევაში“, - ასე პასუხობს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი ტელეკომპანია „პირველის“ კითხვას, ნანობს თუ არა თავის გადაწყვეტილებას გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით.

მოსამართლე ხაზგასმით ამბობს, რომ მიღებულ გადაწყვეტილებას არცერთ შემთხვევაში არ ნანობს.

„დღეს რომ შემოსულიყო ეს საქმე და კანონმდებლობაში ჩამეხედა, მაგალითად არსებობს რამდენიმე კრიტერიუმი, ყველა კრიტერიუმით მსჯავრდებულს დაკმაყოფილებული აქვს, როგორ შეიძლება მოსამართლემ მას უარი უთხრას? რა უნდა ჩაწეროს ამ დროს თავის გადაწყვეტილებაში? არ მინდა და გიშვებო? 

ასეთი არგუმენტებით გადაწყვეტილების მიღება ყოვლად დაუშვებელია. მოსამართლემ უნდა იხელმძღვანელოს მხოლოდ სამართლებრივი არგუმენტებით“, - აცხადებს კოჭლამაზაშვილი.