მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საბერძნეთში ქართველი ქალი დააკავეს, რომელიც მოხუცებს ნარკოტიკით აბრუებდა და ფულს სძალავდა - ბერძნული მედია

ქალის დაკავება

„47 წლის ქართველი ქალი, რომელიც საბერძნეთში სახლში დამხმარედ მუშაობდა, ნარკოტიკებით აბრუებდა მოხუცებს, სძალავდა ფულს და ძვირფას ნივთებს“, - ამის შესახებ ბერძნული მედია წერს.

როგორც გამოცემა წერს, ამ ეტაპზე იდენტიფიცირებულია მსგავსი მეთოდით ძარცვის ოთხი შემთხვევა. გამოძიების ინფორმაციით, ქალი მოხუცებთან სახლში იწყებდა მუშაობას და მათი ნდობის მოპოვებას ცდილობდა. შემდეგ კი, პირველივე დღიდან ხანდაზმულებს სასმელსა და საჭმელში ნარკოტიკულ საშუალებებს უყრიდა და სახლიდან ფული და ძვირფასეულობა გაჰქონდა.

ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ამოიღეს, სამკაულები, ჩანთა, რომელშიც სხვადასხვა აბები იყო, დანა, ორი მობილური.

დაკავებული ქალი ათენის პროკურატურაში გადაიყვანეს.