მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„შეიძლება, შეიმსუბუქონ საკუთარი სიტუაცია, მეორე ინსტანციამ შეცვალოს გადაწყვეტილება“ - გიორგი გაბუნია ნიკა გვარამიას საქმეზე

გიორგი გაბუნია

ჟურნალისტმა და „მთავარი არხის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი გაბუნიამ ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესზე ისაუბრა. მისი თქმით, გვარამიას საქმეზე მეორე ინსტანციის სასამართლომ არ არის გამორიცხული, რომ გადაწყვეტილება შეცვალოს.

„კანონის და სიმართლის მიხედვით რომ ხდებოდეს გადაწყვეტილების მიღებას, მაშინ შემეძლო მეთქვა რა შეიძლება მოხდეს, ახლა არ ვიცი. რისი გაკეთება უნდა „ქართულ ოცნებას“ უკვე მეორე ინსტანციით, არ ვიცი. შეიძლება უნდათ, რაც შეიძლება მალე ბეჭედი დაარტყან პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას და გვარამია ჩატოვონ ციხეში რაც შეიძლება დიდხანს. მეორე შეიძლება, შეიმსუბუქონ საკუთარი სიტუაცია, მეორე ინსტანციამ შეცვალოს გადაწყვეტილება და თქვა, „აი, ხომ ხედავთ, ჩვენ დამოუკიდებელი სასამართლო გვაქვს“, - განაცხადა გაბუნიამ.

შეგახსენებთ, 16 მაისს პირველი ინსტანციის სასამართლომ ნიკა გვარამია და კახაბერ დამენია დამნაშავედ ცნო, ზურაბ იაშვილი კი უდანაშაულოდ. გვარამიას 220-ე მუხლი გადაუკვალიფიცირდა და 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული აქვს როგორც ბრალდების, ასევე, დაცვის მხარეს.