მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შსს-მ ბათუმში რესტორან „რეტროს“ მფლობელი დააკავა

ინციდენტი ბათუმში

შს სამინისტრომ, ბათუმში რესტორან „რეტროში“თანამშრომლის მიმართ ძალადობის ფაქტზე, ობიექტის მფლობელი დააკავა. 

როგორც pia.ge-ს უწყებაში განუცხადეს, კაცი სისხლის სამართლის კოდექსის  126-ე მუხლით არის დაკავებული, რაც ძალადობას გულისხმობს. ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

შეგახსენებთ, ცემის კადრები რესტორნის სოციალურ ქსელში ყოფილმა თანამშრომელმა, მარია ზოიძემ გაავრცელა.