მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სროლა თბილისში - დაჭრილია 26 წლის ახალგაზრდა

სროლა საირმეზე

თბილისში, საირმეზე სროლა იყო. როგორც ცნობილია, დაჭრილია 26 წლის მამაკაცი.

ადგილობრივების განცხადებით, ახალგაზრდა ჩასარიცხ აპარატთან თანხის ჩარიცხვას ცდილობდა, რა დროსაც უცნობ პირსა და მას შორის დაპირისპირება მოხდა. უცნობმა მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ფეხის არეში ესროლა.

რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია. დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი და ის თავს კარგად გრძნობს.

პოლიციამ სავარაუდო დამნაშავე უკვე დააკავა. საქმეზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო - ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანება.