მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას პროცესი იწყება

გიგი უგულავა სასამართლოში მივიდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გიგი უგულავას პროცესი იწყება. იგი სხდომაზე მარნეულის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გადაიყვანეს. 

უკვე ამოწურულა მისი წინასწარი პატიმრობის 48-საათიანი ვადა. 

მისი ადვოკატის გიორგი კონდახიშვილის თქმით, დაცვის მხარე პროცესზე წარადგენს უწყვეტ ვიდეომასალას, რომელშიც ჩანს, რომ გიგი უგულავას კანონი არ დაურღვევია. 

დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს, გიგი უგულავა ჯარიმის სანაცვლოდ გათავისუფლდება თუ მას ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება. 

შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავა, 29 ნოემბერს, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების მიერ აღმაშენებლის ხეივანში გზის გადაკეტვის შემდეგ დააკავეს. 

გამოძიება მას წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.