თერჯოლაში ერთ-ერთ ქსელურ მაღაზიაში კაცმა ყოფილ ცოლს ბენზინი გადაასხა და საკუთარი თავიც დაიწვა.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალი ადგილზე დაიღუპა, კაცი კი მძიმე დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს.
აალების შედეგად მაღაზიაში ხანძარი გაჩნდა.
დაშავებული თანამშრომლები სასწრაფო დახმარების ავტომობილებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შსს-ს ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა - 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ტარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔴 თბილისში ავტომობილი ქვეითს დაეჯახა - მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა