მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზუგდიდში მეზობელმა მეზობელს ბენზინი შეასხა - დაიღუპა 1 და დაშავდა 2 ადამიანი

პოლიცია, შსს, ლენტი

ზუგდიდში, კრასნოდარის ქუჩაზე, მეზობელმა მეზობლის მოკვლა სცადა. კაცმა მეზობელს ბენზინი შეასხა. 

არსებული ცნობით, 75 წლის კაცმა, რომელმაც ბენზინი მეზობელ კაცს შეასხა, ბენზინი თავადაც გადაისხა, ის დაზიანებებით საავადმყოფოში გუშინ გარდაიცვალა.

გავრცელებული ცნობით, კაცს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. 

დამწვრობის გამო კლინიკაში წევს გარდაცვლილის ძმაც, რომელმაც მეზობლების გაშველება სცადა.

დაშავებული 60 წლის კაცის მდგომარეობა მძიმეა და ქუთაისის დამწვრობით ცენტრში წევს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.